პროპაგანდასთან ბრძოლის ხერხები

რჩევების სერია საზოგადოებას, როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი მედიასაშუალებებში? ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაქსიმალური ზიანის მოყენება შეუძლია უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებულ …

მადლობა ერთგულებისთვის ARMY CARD-ის პროექტში ჩართულ ბიზნესკომპანიებს

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად დავუდგეთ გვერდით ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოვხატოთ. ეს მხარდაჭერა იყოს ქმედითი, ეფექტიანი. ჩვენი სამხედროები უნდა გრძნობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ქართველი საზოგადოების ყველა სეგმენტი მათ გვერდით დგას. ქართული ჯარი არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი, მასზე უნდა ზრუნავდეს მთელი საზოგადოება. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს ბანკს, …

აშშ-ში „ძლიერთა თამაშებზე“ ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invic­tus Games 2016) მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებულები დაბრუნდნენ.  საერთაშორისო შეჯიბრება 8-12 მაისს უოლტ დისნეის ESPN  სპორტულ კომპლექსში გაიმართა. ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა საერთაშორისო შეჯიბრება – „ძლიერთა თამაშებში“ გუნდური მესამე ადგილი …

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ისტორიული ქართულ-ამერიკული სწავლება Noble Partner 2016-ის  გახსნა

11 მაისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი ორკესტრის მიერ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა …

ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ში  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ქვეყნის დასავლურ პერსპექტივებზე, ქართულ შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა შეიარაღებული ძალები ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია – საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველაზე საუკეთესოა. საუკეთესო ნაწილია ქართველი საზოგადოების. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, ბოლომდე გაჰყვე, რომლებთან ერთადაც შეგიძლია, იამაყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული ჯარი …

რატომ არ შეიძლება ვუწოდებდეთ თურქეთს ოკუპანტს, ისევე როგორც რუსეთს?

ბოლო ხანებში ხშირად ვრცელდება მიზანმიმართული მითი იმის შესახებ, რომ რუსეთი ისეთივე „ოკუპანტია, როგორიც თურქეთი. ამ მითის თანახმად, თუ რუსეთს ვამკობთ არასასიამოვნო ეპითეტებით, იგივე უნდა მიეზღოს თურქეთსაც“ – ანუ მასაც ოკუპანტი უნდა ვუწოდოთ იმის გამო რომ „საქართველოს ძირძველი მიწები აქვს მიტაცებული. რომ გავიაზროთ ის, თუ რითია ეს მოსაზრება მცდარი, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ და რამდენჯერ შეიცვალა …

მითები NATO-ს შესახებ

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა მოსაზრება, რომ გერმანიის გაერთიანების დროს, NATO-ს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, მცდარია რეალურად, ასეთი პირობა არასოდეს დადებულა და რუსეთს თავად არასოდეს მოუყვანია ამის დამადასტურებელი არგუმენტი. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება NATO-ში, დაფუძნებულია კონსენსუსის პრინციპზე და ყველა გადაწყვეტილება ინახება წერილობითი …

რესტორანი „პელიონი” ჰილტონ-ბათუმში – ქართული სამზარეულო ევროპული აქცენტით

თუ ქართული სამზარეულო გიყვართ და ახალი გემოს აღმოჩენაც მოგწონთ, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის” პირველ სართულზე მდებარე რესტორანი „პელიონი” ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ. სასტუმრო „ჰილტონ-ბათუმის” ჰოლში მდებარე რესტორან „პელიონს” მყუდრო, დახვეწილი ინტერიერითაც გამოარჩევთ. მაგიდასთან მოკალათების შემდეგ მენიუს გადაშლით თუ არა, ყველა ნაცნობ და საყვარელ ქართულ კერძს იპოვით, თუმცა „პელიონს” სხვა ქართული რესტორნებისგან ბევრი რამ განასხვავებს, …

ბათუმში, ლუკა ასათიანის (ყოფილი ჯაფარიძის ) ქუჩაზე იყიდება ბინა

ბათუმში, ლუკა ასათიანის (ყოფილი ჯაფარიძის ) ქუჩაზე იყიდება ბინა, 80-კვ.მ. ფასი: 44 ათასი დოლარი. samaklero.ge

გრიგოლეთში ზღვასთან ახლოს იყიდება 761 კვ/მ მიწის ნაკვეთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კურორტ გრიგოლეთში, სასტუმრო „ანდამატის“ მიმდებარედ [ავტომაგისტრალის გასწვრივ], ზღვის სანაპიროდან 100 მეტრში, იყიდება 761 კვ/მ მიწის ნაკვეთი. შესაძლებელია ნაკვეთის როგორც ერთიანად, ასევე ცალკე  – 381 კვ/მ-ის და ცალკე – 380 კვ/მ-ის გაყიდვა. ფასი შეთანხმებით. მობ.: 599 57 40 67

ფინანსური „დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობამდე“ – ბათუმში „ბიზნესსაინფორმაციო ცენტრი“ მცირე ბიზნესიდეების დაფინანსების ხელშეწყობისთვის

აჭარის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა არც ისე ცოტაა. ექვსი ათასზე მეტი ადამიანი მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილია, ეკომიგრანტ ოჯახთა სტატისტიკა კი ჯერ კიდევ არ არსებობს. წლებია ამ ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას  სახელმწიფო ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს, დევნილებს ყოველთვიურად მიზერული დახმარება ერგებათ, ამიტომ მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველთა კატეგორიაშია. წლების განმავლობაში იძულებით გადაადგილებული პირები ცდილობენ ოჯახები ფინანსურად უზრუნველყონ, თუმცა მძიმე …

ზუსტი რადიოლოგიური კვლევები ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

უახლესი ციფრული აპარატურა, პროფესიონალების გუნდი და პაციენტისათვის მოსახერხებელი გარემო რიგებისა და დისკომფორტის გარეშე _ ეს ბათუმის საერთაშორისო, საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის რადიოლოგიური განყოფილებაა, სადაც პაციენტის ზუსტი დიაგნოსტიკა მსოფლიო წამყვანი ბრენდების აპარატურით ხდება. ჰოსპიტლის რადიოლოგიურ განყოფილებას ექიმი-რადიოლოგი ოთარ მიქელაძე ხელმძღვანელობს, რომელსაც ამ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ამბობს, რომ განყოფილება ყველა თანამედროვე მოთხოვნას პასუხობს. „ჩვენთან რადიოლოგიური კვლევები …

მითები NATO-ს შესახებ

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა მოსაზრება, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეებს დიდ ფინანსურ ტვირთად დააწვება, მცდარია. სინამდვილეში, NATO-ს სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურის დაფინანსება ხდება მისი წევრი ქვეყნების მიერ და განისაზღვრება თითოეული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით. თითოეული წევრის ფინანსური შენატანი NATO-ში გაცილებით მცირეა, ვიდრე ის სარგებელი, …

ARMY CARD – ბარათი თავდაცვის უწყების ყველა თანამშრომლისთვის

სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ახალი პროექტი იწყება. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნება. მის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფასდაკლებებით ისარგებლონ. პროექტის იდეა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ კი მის ერთ-ერთ თანამშრომელს, რეზი სეხნიაშვილს ეკუთვნის, …

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წელი შეუსრულდა. დღეს ქართული არმია თანამედროვე, მოქნილი, მობილური სამხედრო ძალაა, რომელიც მუდამ მზადაა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია 1990 წლიდან იწყება. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმია, ეროვნული გვარდიის საფუძველზე განვითარდა. …

Noble Partner 2016 იწყება – ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია!

ამერიკული სამხედრო ტექნიკა ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება Noble Partner 2016-ისთვის უკვე საქართველოშია. ამ სწავლების სახელი „ღირსეული პარტნიორი“ შემთხვევით არ შერჩეულა… ეს სახელი, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა დაიმსახურეს. წვლილისთვის, ერთგულებისა და თავდადებისთვის, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეაქვთ. ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება ეხმარება საქართველოს ღირსეულად მოემზადოს მომავალ მრავალეროვნულ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლებით ძლიერდება თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრის …

შეუძლებელია, სასულიერო პირმა სულიერი შვილები განასხვავო, განურჩევლად სქესისა, ტრადიციებისა და აღმსარებლობისა

ინტერვიუ მამა დავითთან – კაპელანი  „ყველა მრწამსის ჯარისკაცი ჩემი სულიერი შვილია, ნათელი ვაჟკაცები… ყველას გულში ვიკრავ და ვეფერები“. – როგორია კაპელანის ტრადიცია ქართულ ჯარში და რას გულისხმობს? მამა დავითი: ეს არის სასულიერო პირი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში შეიარაღებულ ძალებში სასულიერო მოღვაწეობას ეწევა. სიტყვა კაპელანი უცხოდ კი ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს დანიშნულება ჰქონდა ოდითგანვე – მოძღვარი, მღვდელი, სასულიერო პირი, …

პროპაგანდასთან ბრძოლა, ანუ ამბავი იმისა თუ როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ დედამიწა მრგვალია და თანაც ბრუნავს

დღეს არავინ დავობს, რომ დედამიწა მრგვალია და თანაც მზის გარშემო ბრუნავს. თუმცა, კაცობრიობის ისტორიაში არცთუ ისე დიდი ხნის წინ ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა ამის საჯაროდ მთქმელისთვის არც შეშას დაინანებდნენ და მის საჯარო დასჯასაც არ ეყოლებოდა მცირე მაყურებელი. სამწუხაროდ, ისტორიაში ხშირია შემთხვევა, როცა ესა თუ ის სისტემა ან უბრალოდ გავლენიანი ადამიანების ჯგუფი ცდილობს მცდარი შეხედულებების დამკვიდრებას …

თინათინ ხიდაშელი: ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მთავარი აუდიტორია, რომელთანაც ჩვენ გვინდა, გვქონდეს მაქსიმალური თანხმობა

რეზერვის კონცეფცია სტუდენტებთან ერთად განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის“ საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად თინათინ ხიდაშელმა ახალი კონცეფცია თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების  სტუდენტებს გააცნო. 19 აპრილს შეხვედრების სერია წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დაიწყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სტუდენტებისთვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის გაცნობა მნიშვნელოვანია, რადგან ხვალინდელი დღე სწორედ მათ ეკუთვნით …

თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა

თბილისში, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის ღონისძიება გაიმართა. აბაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის V და IX კორპუსებში საცხოვრებელი ფართები 150 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა. თინათინ ხიდაშელმა ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა. აბაშვილის ქუჩის N3-ში ბინები, ამჯერად, იმ სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება …

კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ხულოში

ხულოს გამგეობის ანგარიშის მიხედვით მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში გამოვლინდა დაავადება, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს კარტოფილის მოსავლიანობას. ჩატარებული კვლევის შედეგად ნიადაგში აღმოჩნდა ე.წ. „კარტოფილის კიბო“ რომელიც ცნობილია კარტოფილზე მძიმე მავნებლური თვისებებითა და გამძლეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა რეზისტენტული თვისებებით გამორჩეული კარტოფილის ჯიშების მოძიება და მათი ადგილობრივ მოსახლეობაზე გავრცელება. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევის პირველი ფაზა, …

კითხვები და პასუხები მთის კანონზე

რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს მეწარმე სუბიექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ? პასუხი: – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან. ვინ იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პირისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდვიმად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე? პასუხი: – ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან …

ოთარ დანელიამ სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ წალენჯიხელ ფერმერებს გააცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად, წალენჯიხაში ადგილობრივ ფერმერებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების უმთავრეს მიზანს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩაის წარმოების ხელშეწყობა, მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის, ბიოჩაის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო …

Exit mobile version