სელფის ახალი ფილიალი ბათუმში, ჭავჭავაძის N28-ში გაიხსნა. ფილიალი მომხმარებლებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 10:00-17:00 საათამდე მოემსახურება.

ფილიალში მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია სელფის პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ და ადგილზე გაიაქტიურონ მათთვის საჭირო მომსახურება.
მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება, სელფის მთავარი პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ აბონენტებისთვის სელფისთან ურთიერთობა იყოს მარტივი, სწრაფი და მათ საჭიროებებზე მორგებული.
