ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა ბორდიურები და სანიაღვრე კოლექტორები, გაშენდება მწვანე ზოლი, გაკეთდება შეჭრები ავტობუსის გაჩერებისა და სანაგვე ყუთების განთავსებისთვის.

 

სარეაბილიტაციო სამუშაობს, რომლისთვისაც 540 145 ლარი არის გათვალისწინებული კომპანია „ჯორჯიან სთროუნი” აწარმოებს, პროექტის მიხედვით კეთილმოწყობითი სამუშაოები ივლისისბოლოს დასრულდება.

 

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელვადიანი პროექტია, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გასულ წლებში სამუშაოების პირველი ეტაპი განხორციელდა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის ორმული შეკეთება მიმდინარეობს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანშიც. ხუცუბანში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით წელს 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხუცუბნისა და ქვედა სამებას წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალისა და სათავე ნაგებობების კათილმოწყობის, საბავშო ბაღისა და რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version