ამ დროისთვის ქედის კულტურის სცენაზე გორის საბავშვო ფოლკლორული ანსამბლი ,,კელაპტარი“ ბოლო რეპეტიციას გადის, ფესტივალი ერთ საათში დაიწყება და მასში მონაწილეობას 800-მდე ახალგაზრდა მიიღებს.

 

„ფესტივალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იქედან გამომდინარე, რომ საერთაშორისო დონისაა, კონცერტი 2 საათს გაგრძელდება და 800-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას“ – აცხადებს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ოლეგ ალავიძე.

 

ფესტივალის ფარგლებში ქედაში, ფესტივალში მონაწილე ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებსაც ელოდებიან. დაგეგმილია მონაწილე ანსამბლების დაჯილდოებაც.

 

ფესტივალი ,,კავკასია 2013“ გუშინ ბათუმში  გაიხსნა.

 

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version