ხვალ აჭარაში ყველაზე ცივ ღამეს ელოდებიან

ხვალ 29 ნოემბერს სინოპტიკოსები აჭარაში ტემპერატურის განსაკუთრებულ ვარდნას მოელიან. ცივი ამინდი დღის მეორე ნახევარშია ნავარაუდევი. მაღალმთიან რაიონებში ინტენსიური თოვა იქნება, ელჭექის თანხლებით, ბარში კი, თოვლ-ჭყაპი. ხვალ ღამით ქარი გაძლიერდება და მისი სიჩქარე 15-20 მეტრ/წამს მიაღწევს. აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის სინოპტიკოსის ცნობით, უამინდობას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასა განაპირობებს. გუგული ვარშანიძის თქმით, ტემპერატურის ასეთი ვარდნა ჩვეულებრივ შუა ზამთრისთვისაა დამახასიათებელი.
აჭარის მაღალმთიანეთში ამ დროისთვის თოვლის საფარის სიმაღლე 70 სმ –ს აჭარბებს, მაღალ სოფლებში კი მეტრზე მეტია
დღეს ტემპერატურა ბარში +3 , +5 , მთაში კი -2 , – 5 გრადუსია.
უამინდობა 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version