სიახლეები

რა შემთხვევაში ჩატარდება უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები

04.03.2015
რა შემთხვევაში ჩატარდება უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები

 

ბატონო გიორგი, კანონმდებლობის შესაბამისად რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საკითხი?

 

კანონმდებლობით აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს უმაღლესი საბჭოს ქმედება, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ასევე, როცა ის თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, არის უუნარო და გადაწყვეტილებას ვერ იღებს; ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს, ან ვერ იღებს საკანონმდებლო აქტებს და თუ კი ის გადააყენებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და შემდეგ ორჯერ არ დაამტკიცებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას – ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თანხმობით პრეზიდენტს აქვს უფლება, აჭარის უმაღლესი საბჭო დაითხოვოს.

 

გარდა იმისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რა ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს ფუნქციის ვერ შესრულებად, შეიძლება თუ არა უმაღლეს საბჭოში დღეს არსებული რეალობა გახდეს მისი დათხოვნის საფუძველი?

 

საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უკვე მიიღო უმაღლესმა საბჭომ, გადააყენა ვიცე-სპიკერი და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე. ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ უმაღლესი საბჭო უუნაროა. შეიძლება ეს საკითხი დადგეს, თუ უმაღლესი საბჭო ვერ დაამტკიცებს ბიუჯეტს. ის, რომ კანონს არ იღებს, თავისთავად არ მიუთითებს იმაზე, რომ უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. გამომდინარე აქედან, დღეს შექმნილი ვითარება უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძველი ვერ გახდება.

 

რაც შეეხება თავმჯდომარის გადაყენებასთან დაკავშირებულ პროცედურას?

 

 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენებას საბჭოს 21 წევრიდან ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი, თუ კვორუმი არ შედგა, საკითხი ვერ გავა, თოთხმეტი წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს სხდომას, რომ კვორუმი შედგეს და ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს გადაწყვეტილებას მხარი.

 

 ანუ, თუ სხდომაზე მხოლოდ ის თერთმეტი ადამიანი მივა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ვიცე-სპიკერის გადაყენებას დაუჭირეს მხარი, საკითხი ჩავარდება?


დიახ, ასეა. 


ახალი თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს რა ვადით შეიძლება უხელმძღვანელოს უხუცესმა წევრმა?


 სანამ ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ, მანამდე უხუცესი წევრი გაუძღვება სხდომებს. 


შესაძლებელია თუ არა ასეთ ვითარებაში უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა (ვინც თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე გადააყენა) შეიტანოს იმ ხასიათის ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კანონში და რეგლამენტში, რითაც პროცესებს მის სასიკეთოდ წარმართავს? 


ცვლილების დამტკიცებას ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ არა მგონია მოახერხონ, თანაც აჭარის კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.


აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.