გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.
ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ივლისიდან დაიწყება სხვა გამოცდებიც.
მაგალითად, 5 ივლისიდან დაიწყება მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.
„გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია კონკრეტული დროის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება“- წერა ნაეკი.
ამავე წყაროს ინფორმაციით, 2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
________________
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.






