სიახლეები

„ბანკი ქართუს” ბათუმის ფილიალში დღეს 70 ახალი ანაბარი გაიხსნა

30.05.2012
„ბანკი ქართუს” ბათუმის ფილიალში  დღეს 70 ახალი  ანაბარი გაიხსნა

მხატვარი კაკო ძნელაძე ერთ–ერთი მათგანია, ვინც სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად დღეს „ქართუ ბანკის” ბათუმის ფილიალში ანგარიში გახსნა. „ეს იყო სოლიდარობა იმ მოძრაობის მიმართ, რომელიც ივანიშვილმა დაიწყო საქართველოში”, – ამბობს ძნელაძე გაზეთ „ბათუმელებთან“ და აკონკრეტებს, რომ ახალ ანგარიშზე სიმბოლურად მხოლოდ 50 ლარი შეიტანა.

მურმან დუმბაძე და 70–მდე ყოფილი რესპუბლიკელი, რომელთაც რამდენიმე თვის წინ აპოლიტიკური ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ დააფუძნეს, დღეიდან ქართუ ბანკის „კლიენტები გახდნენ. მურმან დუმბაძემ განმარტა, რომ ანგარიშზე სიმბოლური თანხა შეიტანა,თუმცა ოდენობა არ დააკონკრეტა.
„ბანკი ქართუ“ ბათუმის ფილიალის დირექტორის არჩილ ხაბაძის განცხადებით, სოლიდარობის ნიშნად 25 ახალი ანაბარი ბანკში გუშინ და გუშინწინაც გაიხსნა. მისი ინფორმაციით, „ბანკი ქართუ“საინკასაციო „მანქანაზე თავდასხმის” შემდეგ პანიკის ნიშნები ბათუმში ფილიალის კლიენტებს შორისაც დაფიქსირდა. „კლიენტების გადინება დღემდე ხდება, თუმცა სიტუაცია საგანგაშო მაინც არ არის“, – აცხადებს ფილილის მმართველი.
არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ და ყველა საბანკო ოპერაციას ასრულებენ, – ამბობს რომ ფილიალში ხელფასები დროულად დაარიგდა. “ამ ბანკში იღებს ხელფასს ბათუმის „ბოტანიკური ბაღის“ თანამშრომლები, რომლებმაც ივანიშვილისგან დანიშნული დანამტიც გასულ თვეს პრობლემების გარეშე მიიღეს”.
არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, აქამდე ბანკის ფილიალის თანამშრომლებზე სხვა ტიპის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
„ბანკი ქართუ“ ბათუმის ფილიალი 2005 წელს დაფუძნდა.
არჩილ ხაბაძე ფილიალს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.