სიახლეები

ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი ბათუმის პორტში

30.05.2012
ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი ბათუმის პორტში

„MSC UKRAINE“ – გემი, რომლის სიგრძე 202 მეტრი და სიგანე 31 მეტრია, ბათუმის პორტში რამდენიმე კვირის წინ შემოვიდა. ტერმინალმა 44 საათი საოპერაციო დროის განმავლობაში ამ გემზე საერთო ჯამში 2400 TEU-ს ( 1 TEU – 20 ფუტიანი კონტეინერის ექვივალენტი) დაცლა-დატვირთვის ოპერაცია განახორციელა.

„MSC UKRAINE“ აგებულია პოლონეთში 1989 წელს და ამჟამად საქართველოში უმსხვილესი საზღვაო ხაზის და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავის – Mediterranean Shipping Company-ს ფლოტის შემადგენლობაშია, რომლის ცენტრალური ოფისი შვეიცარიაში, ჟენევაში მდებარეობს.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა (BICT), რომელიც საქართველოში, აჭარის რეგიონში მდებარეობს, 2007 წელს 48 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო ტერმინალის, საბორნე-სარკინიგზო გადასასვლელისა და მშრალი გენერალური ტვირთების დასამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ოპერირების უფლება მოიპოვა. BICT-ს ტერმინალი თავისი სტრატეგიული მდებარეობით საკონტეინერო და გენერალური ტვირთების მიმოსვლის კვანძს წარმოადგენს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ტერმინალმა საკონტეინერო ტვირთების დამუშავება ოფიციალურად 2008 წლის 2 მარტს დაიწყო.

BICT არის „International Container Terminal Services Inc., ICTSI-ს (www.ictsi.com) შვილობილი კომპანია, რომლის ცენტრალური ოფისი ფილიპინებში, ქ.მანილაში მდებარეობს. იგი წარმოადგენს წამყვან კომპანიას საპორტო მენეჯმენტში, რომელიც აქტიურადაა ჩართული 22 საზღვაო ტერმინალისა და პორტის პროექტის მართვასა და განვითარებაში მსოფლიოს 17 ქვეყანაში. კომპანია ერთ-ერთი პირველია ტერმინალის ოპერატორებს შორის, რომელმაც თავისი გამოცდილების საზღვარგარეთ გატანა მოახდინა. ICTSI-ს მსოფლიო აღიარება მისმა წარმატებულმა საჯარო და კერძო ბიზნეს პარტნიორობამ მოუპოვა კერძო სექტორში საპორტო აქტივების ეკონომიკური მრავალფეროვნებით.

მასალა მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.