უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 057 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010]
- ტანკი – 11 069 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 23 079 ერთეული [+8]
- საარტილერიო სისტემა – 31 053 ერთეული [+28]
- MLRS – 1 452 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 203 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 49 451 ერთეული [+77]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 553 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 57 244 ერთეული [+85]
- სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 664 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 74 460 უპილოტო საფრენი აპარატი
- 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 432 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 584 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 28 136 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 39 069 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
“მედვედევს გადაეცით…” – ტრამპმა რუსეთის ექსპრეზიდენტს მიმართა
იმედგაცრუებული ვარ პუტინით, ვაპირებ, 50-დღიანი ვადა შევამცირო – ტრამპი






