„რუსეთი ოკუპანტია“ , „ეს ჩვენი მიწაა“ – ამ ტრანსპარანტებით დღეს, 20 ივლისს ბათუმელი აქტივისტები ბულვარში გავიდნენ: „ჩვენს მიწაზე ოკუპანტები ერთობიან და ხალისობენ. ამიტომაც ჩვენ პროტესტის ნიშნად გამოვედით, ეს ქვეყანა მათ არ ეკუთვნით“, „უნდა იცოდნენ, რომ აქ არ არიან სასურველი სტუმრები“ – განაცხადეს მათ მედიასთან საუბრისას.


