სიახლეები

ივანიშვილი – ბურჯანაძესთან კონკრეტული თანამშრომლობის გეგმა არ მაქვს

30.05.2012
ივანიშვილი – ბურჯანაძესთან კონკრეტული თანამშრომლობის გეგმა არ მაქვს

ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობის შესახებ შეკითხვა ივანიშვილს დღეს რეგიონულ  მედიასთან შეხვედრის დროს დაუსვეს. ივანიშვილმა განმარტა, რომ მას  ნინო ბურჯანაძესთან კონკრეტული თანამშრომლობის გეგმა არ აქვს, რადგან ჯერ აქვს კითხვები. „ჩვენ მოვედით არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ ქვეყნის გასამარჯვებლად და ამაში წვლილი უნდა შეიტანოს თითოეულმა ქართველმა და ბურჯანაძე ვერ იქნება გამონაკლისი. კონკრეტული თანამშრომლობა, რაც თქვენ გაინტერესებთ, ბურჯანაძესთან ასეთი გეგმა არ მაქვს. ბურჯანაძესთან არსებობს კითხვები. ადრეც ვთქვი, რომ ის ქუჩიდან აპირებს ხელისუფლების შეცვლას, ჩვენ ამის დიამტრალურად საწინააღმდეგო პოზიცია გაგვაჩნია… კიდევ არსებობს სხვა შეკითხვები, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამ ქალბატონმა კითხვებზე გასცეს პასუხი და აჩვენოს ის პოზიცია, რაც მოსწონს საქართველოს მოსახლეობას და ამის შემდეგ ურთიერთობა ბურჯანაძესთანაც გავხადოთ  შესაძლებელი“, – განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.