მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ ხდება გარღვევა ფრონტზე უკრაინაში – ბრიტანეთის დაზვერვის განმარტება

03.11.2023
რატომ ვერ ხდება გარღვევა ფრონტზე უკრაინაში – ბრიტანეთის დაზვერვის განმარტება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური დღეს, 3 ნოემბერს, X-ზე წერს, რომ ბოლო კვირებში გაგრძელდა ომის დასაწყისშივე გამოვლენილი ტენდენცია – თუ ფრონტზე გარემოებები არ შეიცვალა, სახმელეთო ბრძოლის ბალანსი ძირითადად თავდაცვითი ძალების სასარგებლოდაა.

ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სამხრეთით უკრაინის შეტევა შედარებით სტატიკურია რუსეთის კარგად მომზადებული თავდაცვითი პოზიციების ორ მთავარ ხაზს შორის.

ასევე, ქალაქ ავდიივკასთან რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმა უკრაინის ძლიერ თავდაცვას შეეჩეხა.

ამ ფენომენის მთავარი ფაქტორი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ორივე მხარემ შეინარჩუნა საიმედო საჰაერო თავდაცვა, რაც ხელს უშლის საბრძოლო თვითმფრინავებს ეფექტური თავდასხმების განხორციელებაში –  წერს ბრიტანული დაზვერვა.

ასევე, დაზვერვის ცნობით, კონფლიქტის გეოგრაფიულმა ზომამ შეაფერხა თავდასხმები: ორივე მხარე ცდილობდა შეეკრიბა ჯერ ისევ გამოუყენებელი დამრტყმელი ძალები, რომელთაც შეეძლოთ გარღვევა, ამავე დროს მობილიზებული ჯარების დიდი ნაწილი საჭიროა 1200-კილომეტრიანი ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: