უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 260 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640]
- ტანკი – 4 390 ერთეული [+12]
- ჯავშანტექნიკა – 8 539 ერთეული [+18 ]
- საარტილერიო სისტემა – 5 379 ერთეული [+18]
- MLRS – 726 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 497 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 367 ერთეული [+11]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 411 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 823 ერთეული [+33]
- სპეცტექნიკა – 804ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
ხოლო ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, სულ განადგურებულია უკრაინის:
- 464 თვითმფრინავი
- 246 ვერტმფრენი
- 6122 უპილოტო საფრენი აპარატი
- 433 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 513 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6062 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 441 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.






