დღეს 21 მაისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში 15:00 საათზე, ბამბუკების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება თხუთმეტი სახეობის ბამბუკი და მისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები, სუვენირები, რომელთა შეძენა დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება.
„ასევე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ბამბუკისაგან დამზადებული სხვადასხვა კერძები“-ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დასწრება თავისუფალია (ჩაქვის სალაროს მხრიდან).

![რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/08/gonio-igl-hilsi.jpg)




