მთავარი,სიახლეები

კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირების 3117 შემთხვევა დაფიქსირდა

17.11.2020
კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირების 3117 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3117 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 3 638 პირი. 

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 85 952-ს.

უწყებათშორისი საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –  18,  აჭარაში – 9იმერეთში – 9, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 5,  კახეთში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დადასტურებულია  გარდაცვალების 778 შემთხვევა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: