მთავარი,სიახლეები

ექვს თვეში კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

29.06.2020
ექვს თვეში კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 29 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 მილიონს აღემატება.

2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 10 146 971 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, დაინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.

ბოლო ერთ კვირაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მილიონზე მეტით გაიზარდა. თუ 23 ივნისს მსოფლიოში დადასტურებული იყო ინფიცირების 9 100 090 შემთხვევა, დღეს, 29 ივნისს, ეს რიცხვი 10 146 971-ს აღწევს.

ექვს თვეში, იანვრიდან ივნისის ბოლომდე, ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 501 940 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 125 803 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 57 622 – ბრაზილიაში და 43 634 – დიდ ბრიტანეთში.

კორონავირუსისგან განიკურნა 5 142 425 ადამიანი.

__________________________

ფოტოზე: ბრაზილიაში, ვილა ფორმოზას დიდ სასაფლაოზე ახალ საფლავებს თხრიან კორონავირუსით გარდაცვლილთათვის.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Sebastiao Moreira

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: