ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმსა და აჭარის მთიანეთში სამშაბათიდან ამინდი გაუარესდება – პროგნოზი

23.02.2020
ბათუმსა და აჭარის მთიანეთში სამშაბათიდან ამინდი გაუარესდება – პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 თებერვლის საღამოს 9 საათიდან 24 თებერვლის საღამოს 9 საათამდე აჭარის სანაპირო რაიონებში და მთაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

24 თებერვლის საღამოდან კი,  ბათუმსა და აჭარის მთიანეთში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია სანაპირო ზოლში ნალექი, მთაში – თოვა.

ჰაერის ტემპერატურა

სანაპირო რაიონებში:

  • ორშაბათს, 24 თებერვალს, ღამით 1-6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო;
  • სამშაბათს, 25 თებერვალს, ღამით 0-5, დღისით 6-11 გრადუსი სითბო.

მთაში:

  • ორშაბათს, 24 თებერვალს, ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო;
  • სამშაბათს, 25 თებერვალს, ღამით 2-5 გრადუსი ყინვა, დღისით 2-8 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში კი, ღამით 5-10 გრადუსი ყინვა, დღისით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, აჭარის სანაპიროსთან ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: