
“სამთავრობო რეზიდენციასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ ის პრივატიზების ობიექტთა ნუსხასი მოხვდებოდა. ბობოყვათის რეზიდენცია კონკრეტული პირობებით უნდა გაიყიდოს. სპეციალური საინვესტიციო შემოთავაზების შემთხვევაში, ინვესტორს აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ დამატებითი თანხის დაბანდება, როგორც მახსოვს დაახლოებით 25 მილიონამდე ინვესტიციაზე იყო საუბარი“ -განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს მთავრობამ, ეროვნული ვალუტის ვარდნის შესაჩერებლად საჯარო უწყებებში „ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე“ დაიწყო საუბარი. პარალელურად კი, მთავრობა სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ქონებას ყიდის. ამ სიაში ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაც მოხდა.
„ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, თავის დროს, ცკ-ს მდივნის რეზიდენცია იყო, შემდეგ ასლან აბაშიძის, შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, თუმცა მე აქ იშვიათად ვჩერდებოდი. მინდა, ამიერიდან ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრების დასასვენებლად გამოვიყენოთ, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და სხვა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა დასასვენებელ სახლად. ალბათ რაღაცებს შეცვლა დაჭირდება ამ გარდამავალ პერიოდში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენი სამხედროები ისვენებდნენ ოჯახის წევრებთან ერთად, სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაჭრილი მებრძოლები ჩამოდიოდნენ რეაბილიტაციისთვის და, რა თქმა უნდა, იმ მეომრების ოჯახის წევრები, რომლებმაც თავი შეწირეს სამშობლოს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


