აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა მიიღოს ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის 4 ენდოკრინოლოგის და საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის კარდიოლოგის, რევმატოლოგის, ოფთალმოლოგის, დერმატოლოგის, გინეკოლოგის, ექოსკოპისტის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის და ოჯახის ექიმის კონსულტაცია.
ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა.
აქცია, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ინიციატივითa და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.


