ჟურნალი „ბათუმელები“

ჟურნალი „ბათუმელები“ ყოველთვიური ჟურნალია, რომელსაც გამოსცემს შპს „გაზეთი ბათუმელები“. ჟურნალი გამოდის 2017 წლიდან, თუმცა შპს „გაზეთი ბათუმელები“ ჟურნალის გამოცემამდე 16 წლის მანძილზე გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთ „ბათუმელებს“, რომელიც არსებობის მანძილზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

ჟურნალ „ბათუმელების“ მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კორუფცია და ნეპოტიზმი, სიღარიბე, განათლების პრობლემები, ძალაუფლების ბალანსი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების ანალიზი, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა საქართველოზე.

ჟურნალ „ბათუმელების“ გამოწერა შესაძლებელია  ტელეფონით: (0422) 27 99 12;  ხელმომწერები გაზეთს მიიღებენ მათთვის სასურველ მისამართზე, სახლში/სამსახურში. ხელმოწერის წლიური ფასი: 50 ლარი.

ჟურნალი „ბათუმელები“ გამოდიოდა მხოლოდ 2017 წელს

ჟურნალ „ბათუმელების“ პირველი ნომრის ყდა

ჟურნალ „ბათუმელების“ პირველი ნომრის ყდა