მთავარი,სიახლეები

სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი არ შეაჩერა

03.05.2019 • 2038
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი არ შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე უარი თქვა. შუამდგომლობაზე მოსამართლემ სხდომის გამართვის გარეშე დღეს, 3 მაისს, იმსჯელა.

სასამართლოს სარჩელით აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ მისი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მიმართა. იგი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

სარჩელთან ერთად დასმული იყო კონკურსის შეჩერების შუამდგომლობაც, რის დაკმაყოფილებაზეც თქვა დღეს სასამართლომ უარი. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ნათია კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

კონკურსი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის შესარჩევად 25 აპრილს გამოცხადდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: