48516

მოსამართლე პაპუაშვილის სახლს კვერცხები და პომიდორი დაუშინეს [ვიდეო]

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლს ბათუმში კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს. აქციის მონაწილეებმა წითელი საღებავით სახლის შესასვლელთან ხელები დახატეს და განაცხადეს, რომ “წითელი ხელები “ნაციონალური მოძრაობის”  “სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოა”. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ყოფილი პატიმარი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იყო, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის არ აპროტესტებს თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლებას, თუმცა ამბობს, რომ :„სად იყო პაპუაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მაშინ, როცა წლების განმავლობაში უკანონოდ ადამიანები სასჯელს იხდიდნენ”. ბაკურიძე მათ შორის პოლიტპატიმრებსაც ასახელებს.

კვერცხები მოსამართლის საცხოვრებელ კორპუსს მერაბ ღოღობერიძემ დაუშინა.  მეორე სართულიდან კი ახალგაზრდა ქალი გაიძახოდა, რომ ბინა, რომელსაც აქციის მონაწილე კვერცხებს და პომიდორს ესვროდა, გიორგი პაპუაშვილის საკუთრება კი არა, მისი მეზობლის იყო:”გაეცით მეზობლებმაც პასუხი,”-ასეთი იყო აქციის მონაწილეების რეპლიკა. 


აქცია უკვე დაიშალა, თუმცა აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ დღის განმავლობაში ისევ შეიკრიბონ, ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან. 


აქცია გიორგი პაპუაშვილის სახლთან

 

აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილა გიგი უგულავას სარჩელი წინასარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი ვადის გატარების თაობაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"