ვაზის დაბრუნება

 

ქედას რომ გასცდები, შუახევისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ დანდალოსთან გზის ორივე მხარეს მაღლარი ვაზი – ჩხავერია გაშენებული. უნიკალური, აბორიგენული ვაზის ჯიში, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, აჭარა-გურიასა და აფხაზეთი-გუდაუთის მთიან რეგიონებში არის გავრცელებული. აჭარაში ჩხავერი ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხარობს. თითო-ოროლა ძირი ჩხავერი ბევრი ქედელის ოჯახშია, მაგრამ ვენახის მეპატრონეები თითზე ჩამოსათვლელია. ამ უნიკალური ჯიშის ვაზის აღდგენა ქედაში მეოცე საუკუნის მიწურულს დაიწყეს.