პაციენტი და დონორი და-ძმა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ

 

32 წლის ტატიანა მეგრელიშვილი პირველია, ვისაც საქართველოში, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა ჩაუტარეს. ორგანოს დონორი მისი ძმა, 27 წლის ვახო მეგრელიშვილი გახდა, რომელმაც დას თავისი ღვიძლის 65% გადაუნერგა. რა გზა გაიარეს მათ ოპერაციამდე, როგორ მიიღეს გადაწყვეტილება და როგორ გრძნობენ თავს დღეს? „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს საქართველოში ღვიძლის პირველი ტრანსპლანტაციის დონორმა და რეციპიენტმა უპასუხეს.