ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებმა აქციაზე დაშავებული სამი ადამიანი გაიყვანეს, მათგან ორი აქციის მონაწილე და ერთი პოლიციელია, რომელსაც ქვა მოხვდა თავში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Tag Archives: 11-12 მარტის აქცია ბათუმში
აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინეს
ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს. როგორ ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპონდენტები იტყობინებიან, პოლიციამ ისინი გააფრთხილა, არ მიუახლოვდნენ შენობას, რადგან მოსალოდნელია შენობის მისამართით ქვების სროლა.
ბათუმში აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი: დაკავებულები ამბობენ, რომ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია
სახალხო დამცველის წარმოამდგენელი აჭარაში, ციალა ქათამიძე დღეს, 11 მარტს, აქციაზე დაკავებულებს შეხვდა. ციალა ქათამიძის განცხადებით, დაკავებულების თქმით, მათ არა აქვთ პრეტენზია პოლიციის მიმართ. რაც შეეხება „პლაზასთან“ დაკავებულ პირს, ციალა ქათამიძე ამბობს, რომ როგორც დაკავებულმა აღნიშნა, მის მიმართ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, გარეგნულად დაკავებულს არ აღენიშნება ძალადობის კვალი. შეგახსენებთ, რომ ინცინდენტი მოხდა …
ბათუმში აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ
ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან სიტუაცია დაძაბულია, აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც. ბათუმის „პლაზასთან“ დღეს, 11 მარტს, აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ არასწორი პარკირებითვის მოქალაქე დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ პოლიციის მისამართით შეიგინა, რასაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. აქცია „ბათუმი პლაზასთან“ მოკლე ხანში …
Continue reading “ბათუმში აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ”
“პლაზასთან“ გზა გაიხსნა
ამ დროისათვის (22:00) ბათუმის „პლაზასთან“ გზა გადაკეტილი აღარ არის, პოლიციამ გზა გახსნა და დერეფანი გააკეთა. იკლო აქციის მონაწილეების რაოდენობამაც. ბათუმის „საბაგირო გზასთან“ მობილიზებულია პოლიცია. „პლაზასთან“ აქციის პარალელურად აქცია მიმდინარეობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთანაც. დღეს აქციებზე სულ 6 ადამიანი დააკავეს. ბათუმის „პლაზასთან“ დღეს, 11 მარტს, აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ არასწორი პარკირებითვის მოქალაქე დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, …
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ, სადაც რამდენიმე წუთის წინ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანია შეკრებული და ითხოვენ დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას. “ჩვენ გავიგეთ, რომ ეს ადამიანები არიან ძალიან ნაცემი, არ ვიცით სად ჰყავთ, ვითხოვთ გაგვაგებინონ მათი ამბავი“ – ამბობენ აქციის მონაწილეები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ გამოვიდა …
Continue reading “აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს”
“ბათუმი-პლაზასთან“ პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი – პლაზასთან“ მიმდინარე აქციის შორიახლოს პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა. პოლიციელები ამჟამად „საბაგირო გზის“ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. აქციის მონაწილეების ნაწილი შიშობს, რომ პოლიციის მობილიზება შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ აქცია შეიძლება დაარბიონ, თუმცა აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იკლებს. აქციის მონაწილეები „პლაზასთან“ დაკავებული ორი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც პოლიციამ დღეს დააპატიმრა. შს სამინსიტროს განცხადებით, მოქალაქეები …
Continue reading ““ბათუმი-პლაზასთან“ პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა”
ბათუმი-პლაზასთან პოლიციამ ორი პირი დააკავა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე „ბათუმი პლაზასთან“ პოლიციამ ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ ისინი მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რაც მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირმა გააპროტესტეს: „წინაააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და ხელი შეუშალეს მოვალეობის შესრულებაში“. საქმე აღძრულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ასევე, ისჯება …
Continue reading “ბათუმი-პლაზასთან პოლიციამ ორი პირი დააკავა”