ბათუმში, გორგილაძის და გრიბოედოვის ქუჩაზე, ხეებს ამერიკული თეთრი პეპელა გაუჩნდა. თეთრი პეპელა ღრღნის და აზიანებს ხის ფოთლებს, ტოტებზე კი აბლაბუდას აბამს. გორგილაძის ქუჩაზე თეთრმა პეპელამ უკვე დააზიანა ამბრის ხეები. „ბათუმელები“ მერიის გამწვანების სამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ მიიღეს რაიმე ზომები მავნებლების წინააღმდეგ. როგორც მერიის შესაბამის სამსახურში გვითხრეს, გამწვანების სამსახურს უკვე დაწყებული აქვს ხეების შეწამვლა გრიბოედოვის …