1 პირი C და D კატეგორიის შესაბამისი კურსის დამადასტურებელი ყალბი მოწმობის გასაღებაზე დააკავეს

ბათუმში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  „ბრალდებულმა, რომელიც იყო ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, თანხის სანაცვლოდ დაამზადა და გაასაღა ავტოსკოლის „C“  და „D“ კატეგორიის  ყალბი მოწმობები, თითქოსდა მოქალაქეს გავლილი ჰქონდა სატვირთო მანქანის და ავტობუსის მართვის შესაბამისი კურსები“. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, …

ყალბი მართვის მოწმობების დამზადებისთვის პირს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 აშშ დოლარის საფასურად გაასაღა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან …

1000 ლარი ჯარიმა ქსეროქსზე დაბეჭდილი ყალბი მართვის მოწმობის გამოყენებისთვის 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 1000 ლარით დააჯარიმა ზ.ვ. ყალბი მართვის მოწმობის გამოყენებისთვის. შემთხვევა ბათუმში სამართალდამცველებმა ივლისში დააფიქსირეს. საქმის მასალების მიხედვით, ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩერებულმა ზ.ვ.-მ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს  უკრაინაში დამზადებული ავტომანქანის მართვის მოწმობა წარუდგინა. პოლიციელი მოწმობის ნამდვილობაში დაეჭვდა და იგი ექსპერტიზას გადაუგზავნა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, „მართვის მოწმობის ბლანკი დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური …

ყალბი მართვის მოწმობის დამზადება-გასაღებისთვის აჭარაში ერთი პირი დავაკავეთ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს“. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაამზადა და 150 აშშ დოლარად გაასაღა ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ავტომანქანის  მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის …

ჯარიმა სომხეთში 300 დოლარად აღებული ყალბი მართვის მოწმობისთვის 

ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობის შეძენისა და გამოყენებისთვის მოსამართლე ლევან გელოვანმა ოთარ დიასამიძე 500 ლარით დააჯარიმა. მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. „საერთაშორისო მართვის მოწმობაზეა საუბარი. ბოლოს რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო. ძირითადად უკრაინაში ყიდულობენ და სომხეთში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სომხეთში შეიძინა 300 დოლარად,“ – ამბობს ადვოკატი მზია დიასამიძე. მისი თქმით, მსჯავრდებული სომხეთში ერთ-ერთ კერძო კომპანიას დაუკავშირდა და …

Exit mobile version