დააკავეს პირი, რომელმაც 7 ათასი ლარის ყალბი კუპიურა ჩარიცხა აპარატით

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით 7 000 ლარის ყალბი კუპიურა ჩარიცხა. „გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, რუსთავში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები  მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიას 7 000 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის …

ბრალდებულმა ბათუმში 5 ათასი აშშ დოლარის ყალბი კუპიურები გაასაღა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დამატებით ამოღებულ იქნა 7 000 …

აჭარაში 10 000 დოლარის ყალბი კუპიურები ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარის რეგიონში გაასაღეს ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. უწყების ინფორმაციით, გატარებული …

სავალუტო ჯიხურში 500-ევროიანი ყალბი კუპიურების გასაღებაზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  აღნიშნულმა პირმა, ქალაქ ზესტაფონში არსებულ სავალუტო ჯიხურში, ვალუტის გადაცვლისას ყალბი ფულის –  2 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოახდინა“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  212 – ე მუხლის პირველი …

ბათუმის კაზინოში 500-ევროიანი ყალბი კუპიურების გასაღების ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებაზე  ერთი პირი დააკავეს. „დადგინდა, რომ აღნიშნული პირის მიერ, ქ. ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით,  9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 11 ცალი 500-ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ …

ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გამსაღებელს 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, მარნეულში მდებარე სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში მოტყუებით გაასაღა 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება …

Exit mobile version