„ბათუმელების“ სახელით „სირცხვილის კორიდორმა“ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა

13 სექტემბერს ფეისბუქგვერდმა „სირცხვილის კორიდორი“ „ბათუმელების“ სახელით ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. გვერდზე გამოჩნდა გაყალბებული სქრინი, სადაც იკითხებოდა სათაური – „სად სწავლობენ და რა უჯდებათ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შვილების სწავლა?“ და გაყალბებული სტატიის პირველი აბზაცი, რომლის მიხედვითაც დეპუტატ სალომე სამადაშვილის [ენმ] შვილი მოსკოვში სწავლობს, ხოლო დეპუტატი გიგა ბოკერია [ევროპული საქართველო] შვილის სწავლისთვის საზღვარგარეთ 16 451 ლარს იხდის. …

დარეგისტრირდი სემინარზე და ისწავლე ყალბი ინფორმაციის გადამოწმება

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აგრძელებს სემინარების  სერიას “გაზომე სიმართლე”. [checklist] გაინტერესებს როგორ გაარჩიო ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? გსურს ისწავლო, როგორ გადაამოწმო ყალბი ფოტო და ვიდეო? იოლად შეძლო ინტერნეტტროლების ამოცნობა? [/checklist] მაშინ, დარეგისტრირდი და მიიღე მონაწილეობა ჩვენს სემინარებში შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2Z7bPaE სემინარს მედიის განვითარების ფონდის ექსპერტები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები გაუძღვებიან. ღონისძიებები აჭარასა და გურიაში 14-16 …

ტყუილია, თითქოსდა ვენაში ტურისტულ გამოფენაზე სომხური კომპანია გერგეტის ფოტოებით წარსდგა 

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ყალბი ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ თითქოსდა „ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გახსნილ ტურისტულ გამოფენაზე, სომხეთი თბილისისა და გერგეტის სამების ხედების ფოტოებით წარსდგა“. გაყალბებული ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ქართველმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ფოტოს 800-მდე გაზიარება აქვს და შეიცავს სიძულვილის კომენტარებს სომეხი ხალხის მიმართ. საქმე იმაშია, რომ გაყალბებულ ფოტოს რეალურ ვერსიაში მოცემულია ქართული და …

Exit mobile version