ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნა

ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში საზოგადო მოღვაწის, ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნა. ყადირ შერვაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია. ის პროფესიით ექიმი იყო, რომელმაც საკუთარი სახლი საავადმყოფოს უსასყიდლოდ დაუთმო. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1918 წლის 26 მაისს – საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დაადასტურა. დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა სიის მესამე რიგში, …

ცარიელი კვარცხლბეკი ქედაში – როგორი იქნება ყადირ შერვაშიძის ბიუსტი

დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე, ქედის თვითმართველობის შენობის გვერდით არსებულ ცხრა მაისის სკვერში, ყადირ შერვაშიძის ბიუსტის განსათავსებლად მოწყობილი კვარცხლბეკი, რომელზეც მემორიალური დაფაა განთავზებული, რამდენიმე თვეა ცარიელია. ყადირ შერვაშიძის ბიუსტის დამზადება-განთავსება ქედის გამგეობას გამარტივებული შესყიდვით უნდოდა განეხორციელებინა, თუმცა გამგეობის თხოვნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ დააკმაყოფილა. ქედის გამგებელი, დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ბიუსტის დამზადება-განთავსებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე ჩაატარა და …

ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტს დადგამენ

ყადირ შერვაშიძის ბიუსტი დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ პარკში განთავსდება და ის ქედაში პირველი საზოგადო მოღვაწის ბიუსტი იქნება. ბიუსტის დამზადება-განთავსება ქედის გამგეობას გამარტივებული შესყიდვით უნდოდა, თუმცა გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობა ვერ მიიღო. გამგეობის სურვილი იყო, ბიუსტი მიმდინარე წლის 30 ივლისს გაეხსნათ. წელს ყადირ შერვაშიძის დაბადებიდან 130 წელი სრულდება. ქედის გამგებლის მოადგილის, მამუკა ფარტენაძის ინფორმაციით, ყადირ შერვაშიძის …

უცნობი ყადირ შერვაშიძე

სულხან სალაძე დღეს 2016 წლის 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ვინმეს რომ ვკითხო, 1897 წლის 24 აგვისტოს შესახებ რამე ხომ არ ახსენდება, ალბათ პასუხი იქნება – არა. არადა, 1897 წლის 24 აგვისტოს აჭარაში სტუმრად მყოფმა თედო სახოკიამ ქედიდან ბათუმისაკენ აიღო გეზი. ბათუმისკენ ცხენით მიმავალ ეთნოგრაფს ოთხი თანამგზავრი ახლდა თან. ორი თუფან ბეგის შვილი იყო, ორიც …

Exit mobile version