არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი“ 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1 869 747 ლარი აქვს მიღებული. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. აკაკი ბერიძის ერთი ძმა, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის არჩეული მერია. მათი კიდევ ერთი ძმა …
Tag Archives: ქედის მერი
ქედის მერი: ადამიანური რესურსების თვალსაზრისით კრიტიკულ ზღვარზე ვართ
ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ, მედიას, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მესამე სექტორს ანგარიში წარუდგინა და მუშაობის 100-დღიანი პერიოდი შეაფასა. მთავარ პრიორიტეტად ლევან გორგილაძემ ინფრასტრუქტურა და ტურიზმი დაასახელა, თუმცა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ქედაში ასული ტურისტი ადგილზე დიდხანს არ ჩერდება. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, ვლადიმერ თებიძემ მერს ჰკითხა, თუ რას აკეთებს მერია იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის …
Continue reading “ქედის მერი: ადამიანური რესურსების თვალსაზრისით კრიტიკულ ზღვარზე ვართ”
რა ქონებას ფლობენ აჭარის მთის მუნიციპალიტეტების მერები
2017-2018 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აჭარის მთის მუნიციპალიტეტების მერებს შორის ყველაზე მეტ ქონებას ქედის მერი, ლევან გორგილაძე ფლობს. 2018 წლის 8 იანვარს მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, ბოლოს უძრავი ქონება – 1001 კვადრატული მიწის ნაკვეთი ლევან გორგილაძემგონიოში შეიძინა. მიწის შეძენის ფორმად დეკლარაციაში მფლობელობის აღდგენაა მითითებული. ასევე ის ფლობს 120 კვადრატულ მშენებარე ბინას ქალაქ ბათუმში, …
Continue reading “რა ქონებას ფლობენ აჭარის მთის მუნიციპალიტეტების მერები”
ქედაში ახალი მუზეუმი აშენდება
ქედის ისტორიულ მუზეუმს ახალი შენობა ექნება. ქედის მერია წელს მშენებლობის პროექტს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან შეისყიდის. ქედის მერი, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ არსებული შენობა ძველია, მუზეუმისთვის შეუსაბამო და არასაკმარისი ადგილის გამო ექსპონატების ნაწილი საგამოფენო სივრცეში არასათანადოდაა განთავსებული. „მუზეუმი სამრეწველო ზონაშია განთავსებული. შენობა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ძველი და ამორტიზებულია. პირველ ეტაპზე მშენებლობისთვის …
რა პრობლემების მოგვარებას სთხოვენ მოქალაქეები ქედის მერს
ყოველ სამშაბათს ქედის მერს, ლევან გორგილაძეს, დილიდან შუადღემდე მოქალაქეთა მიღების საათები აქვს. ქედის მერიაში ხალხმრავლობა დილიდან იწყება. 11 საათზე მოქალაქეები პირველ სართულზე არსებული კანცელარიიდან საშვით შენობის მესამე სართულზე, მერის კაბინეტის შესასვლელთან ინაცვლებენ. მერთან დახმარების სათხოვნელად მოქალაქეები ქედის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოდიან და მერთან შესასვლელად რიგის დაცვით ერთმანეთს ენაცვლებიან. იმის გასაგებად, თუ რა პრობლემების მოსაგვარებლად მიმართავენ მოქალაქეები ქედის …
Continue reading “რა პრობლემების მოგვარებას სთხოვენ მოქალაქეები ქედის მერს”
ქედის მერი ლევან გორგილაძე იქნება
2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგებით, ქედის # 80 საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლევან გორგილაძემ ამომრჩეველის ხმათა 64, 52% – ით გაიმარჯვა. ცენტრალურ სარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მერობის კანდიდატებს შორის, ქედაში ხმათა უმრავლესობით მეორე ადგილზე, 8,73% -ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ბარამიძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ამომრჩეველთა 8,73% – მა დაუჭირა …