5 ქართველი მეზღვაური თურქეთიდან საქართველოში ბრუნდება – საელჩო

რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხუთი ქართველი მეზღვაური თურქეთიდან საქართველოში ბრუნდება. ინფორმაციას  ამის  შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით, ასევე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან კოორდინაციით, დღეს, რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად და არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა ქართველი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოყვანა და ქალაქ იალოვადან სამშობლოში გამომგზავრება,“ – ნათქვამია თურქეთში …

ქართველი მეზღვაური: ცეცხლმოკიდებული გემიდან ეკიპაჟის 12 წევრი გამოვიყვანეთ [ვიდეო]

„გუშინ გემ BELLATRIX-ზე ხანძარი გაჩნდა. ჩატარდა სამაშველო ოპერაცია მსხვერპლის გარეშე და გემზე ამოვიყვანეთ ეკიპაჟის 12-ვე წევრი“, – ეს კომენტარი და ვიდეომასალა 2 საათის წინ ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი თუშმალიშვილმა გამოაქვეყნა. „სამაშველო ოპერაცია ქართველი მეზღვაურების მონაწილეობით განხორციელდა. ცეცხლმოკიდებული გემიდან მათ მოახერხეს ეკიპაჟის უკლებლივ ყველა წევრის უვნებლად გადაყვანა თავიანთ გემზე, პანამის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ ტვირთმზიდ „არიფეზე“ (ARIFE). აღნიშნულ …

კასაბლანკადან მადეირასკენ მიმავალი გემიდან ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა

22 წლის ქართველი მეზღვაური ნიკოლოზ შაშიკაძე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გაუჩინარდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, ფაქტი 26 მარტს მოხდა. ოჯახმა მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ 29 მარტს შეიტყო. გემი მაროკოდან, კასაბლანკას პორტიდან მადეირასკენ მიცურავდა, როცა ეკიპაჟმა ქართველი მეზღვაურის გაუჩინარება აღმოაჩინა. ოფიციალური ინფორმაციით, 26-29 მარტს მიმდინარეობდა ძებნა-გადარჩენის ოპერაცია მეზღვაურის საპოვნელად, თუმცა უშედეგოდ. ნიკოლოზ შაშიკაძე პანამის დროშის ქვეშ მცურავ …

მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები ბათუმში დაბრუნდნენ [ფოტო]

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც 20 თებერვალს გვინეის ყურიდან გაიტაცეს მეკობრეებმა, უკვე ბათუმში არიან. მეზღვაურები ლიბიიდან დღეს, 10 მარტს, ჩამოფრინდნენ. მათ აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მეზღვაურებმა ტყვეობაში 15 დღე გაატარეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მეზღვაურებმა ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ სრული სამედიცინო შემოწმება და სხვა საჭირო პროცედურები გაიარეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამის გამო მეზღვაურების მიმართ …

რა სირთულეებს აწყდებიან ქართველი მეზღვაურები დასაქმებისას

საქართველოს საზღვაო შრომის ბაზარი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას. მეზღვაურები, რომლებსაც „ბათუმელები“ შეხვდა და ესაუბრა, ამბობენ, რომ დასაქმება რთულია სტუდენტისთვის, რომელიც ამთავრებს საზღვაო სასწავლებელს და არ აქვს გემზე მუშაობის გამოცდილება. ისტორია 1 ჯაბა მგზავრიძემ ბათუმის საზღვაო აკადემია 2016 წელს დაამთავრა. ორი წელია არ დაუტოვებია ბათუმში არც ერთი საკრუინგო კომპანია, სადაც არ მივიდა და განაცხადი არ …

ლიბიის ციხეში გატარებული ორი წლის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სახლში დაბრუნდნენ

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე საქართველოში დაბრუნდნენ.  მეზღვაურებს თბილისში ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ, მოგვიანებით კი მეზღვაურები ცერემონიების სასახლეში ადვოკატთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, სააგენტოს დირექტორს თამარ იოსელიანს და იმ ელჩებს შეხვდნენ, ვინც მათ გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ. ტანზანიის …

მეზღვაურების 2 წელი ლიბიის ციხეში – სასჯელის ვადა გავიდა, მაგრამ მათ არ ათავისუფლებენ

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ისევ ტყვეობაში რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაურებმა შეფარდებული სასჯელი მოიხადეს, მათი გათავისუფლება ამ დრომდე [21.11.2019] ვერ ხერხდება. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი REX ლიბიაში 2017 წლის 30 აგვისტოს  დააკავეს. ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს სამი მოქალაქე იყო,  თურქეთის – ხუთი და ორიც – ინდოეთის. ტანკერს ქართველი კაპიტანი, გენადი კომახიძე მეთაურობდა. დაკავებულებს …

ქართველი მეზღვაური მეათე დღეა ტყვეობაშია – მეკობრეები კავშირზე ჯერ არ გამოსულან

10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან, ბერძნულ ტანკერ  Elka Aristotle-ს დაესხნენ თავს და ეკიპაჟის 4 წევრი ტყვედ აიყვანეს. ოთხ ტყვეს შორის ერთი ქართველი მეზღვაურია, ორი – ფილიპინელი და ერთი ბერძენი. ბერძნული მედიის ცნობით, ამ დრომდე მეკობრეები გემის მფლობელ კომპანიასთან, ასევე, ტყვედ აყვანილი ბერძენი მეზღვაურის ოჯახთან, კავშირზე არ გამოსულან. საქართველოს საზღვაო …

ქართველი მეზღვაურის გატაცება დადასტურდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

გავრცელებული ინფორმაცია მეკობრეების მიერ ერთი ქართველი მეზღვაურის გატაცების შესახებ დადასტურდა. საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გადამოწმდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ტოგოს დროით დაახლოებით დილის სამ საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში ლომეს პორტში. თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გატაცებულ იქნა 4 …

ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად მძევლად აიყვანეს – „როიტერსი“ 

„როიტერსის“ ცნობით, 4 ნოემბერს მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან,  ბერძნულ ტანკერ  Elka Aristotle-ს დაესხნენ თავს და ეკიპაჟის 4 წევრი ტყვედ აიყვანეს. გამოცემის ცნობით, ტყვეებს შორის ერთი ქართველი, ერთი ბერძენი და ორი ფილიპინელია. ტანკერს მეკობრეები ორშაბათს, დილის 3 საათზე, დაესხნენ თავს. თავდასხმას ტანკერზე სროლა მოჰყვა. საბერძნეთის საზღვაო ძალების ინფორმაციით, დაჭრილია გემის ერთი მცველი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს …

ექსპერტიზამ ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის სხეულზე ჭრილობა და დაზიანებები აღმოაჩინა – რ2

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს ინფორმაციას. ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მან ექსკლუზიურად მოიპოვა. დასკვნაში წერია, რომ “გვამის შორსწასული ლპობითი ცვლილებების გამო” მეზღვაურის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მასში ასევე საუბარია დაზიანებებზე, ჭრილობასა და მათ მდებარეობაზე. “სხეულის ხრწნის გამო, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა სიკვდილის …

როგორ ცხოვრობენ ყოფილი მეზღვაურები ხმელეთზე

მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა შრომით ბაზარზე. გარდა მაღალი ხელფასისა, მეზღვაურები ბევრს მოგზაურობენ და თავიანთი ცხოვრების მანძილზე მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მოვლას ახერხებენ. თუმცა, როცა მეზღვაურები ასაკში შედიან, სირთულეები იწყება. წლების მატებასთან ერთად ნელ-ნელა რთულდება პრესტიჟულ საზღვაო კომპანიებში დასაქმება. ასაკოვან მეზღვაურებს უწევთ ნაკლებანაზღაურებად და ნაკლებად პრესტიჟულ გემებზე მუშაობა. ეს კი, რიგ შემთხვევებში, ნიშნავს გემთმფლობელების მხრიდან …

დაჯილდოებული მეზღვაურები და კაპიტნები ბათუმში

დღეს, 13 ივლისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა ბათუმში. საზღვაო აკადემიის სტუდენტების მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან მემედ აბაშიძის ქუჩის მიმართულებით 13:00 საათზე დაიწყო. ქუჩის დასაწყისში მეზღვაურებმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი, შემდეგ კი გადაინაცვლეს ნავსადგურის ტერიტორიაზე. ნავსადგურის ტერიტორიაზე ცერემონია საქართველოს ჰიმნით დაიწყო, შემდეგ კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული  წვლილისთვის …

ბათუმში მეზღვაურთა დღე 12 ივლისს აღინიშნება

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე 25 ივნისის ნაცვლად ბათუმში 12 ივლისს აღინიშნება. კადეტთა და მეზღვაურთა ტრადიციული საზეიმო მსვლელობა დილის 9:30-ზე დაიწყება ბათუმის ცენტრალური პარკიდან მე-11 ნავმისადგომისაკენ. ნავმისადგომზე  გაიმართება ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება „მეზღვაურთა სკვერი“. მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში   საინტერესო და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. დღის ბოლოს კი  სუხიშვილების კონცერტი გაიმართება. ამავე თემაზე: ბათუმში მეზღვაურთა დღის …

ქართველი მეზღვაურები ოკუპაციის წინააღმდეგ ღია ზღვიდან

ქართველი მეზღვაურები ღია ზღვიდან ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას უერთდებიან.  “ნუ მაბრმავებ”, “რუსეთი ოკუპანტია,” – წერია პლაკატებზე, რომლითაც მეზღვაურები ოკუპაციას აპროტესტებენ. “ჩვენ მეზღვაურები გამოვხატავთ პოზიციას ოკუპაციის წინააღმდეგ, არ გვაქვს შესაძლებლობა ვიდგეთ იქ, სადაც ჩვენი ხალხია. არ გვაქვს არანაირი სურვილი ეს სოლიდარობა და ჩვენი პოზიცია განხილული იქნეს პოლიტიკურ ჭრილში, აპოლიტიკურები ვართ. უბრალოდ ვაპროტესტებთ ოკუპაციას, ისევე როგორც ნახევარი საქართველო,” …

ბათუმში მეზღვაურთა დღის აღნიშვნა გადაიდო, ნახეთ როგორ აღინიშნებოდა წინა წლებში [ფოტო]

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მეზღვაურთა დღისთვის დაგეგმილი საზეიმო ღონისძიება გადადო. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 25 ივნისი მეზღვაურთა დღედ 2011 წელს გამოაცხადა. წელს მეორე შემთხვევაა, როცა ეს დღე ბათუმში საზეიმოდ არ აღინიშნება. მეზღვაურთა საერთაშორისო დღე არ აღუნიშნავთ არც 2015 წელს, თბილისში, ვერეს ხეობაში 13 ივნისს …

რას ამბობენ საკრუიზო გემზე დასაქმების მსურველები გასაუბრებაზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკრუიზო გემებზე დასაქმების მსურველთა შერჩევის პროცესი დაიწყო. გასაუბრებას „ქოლუმბია შიფმენეჯმენტის“ წარმომადგენლები პირადად ატარებენ. გასაუბრება ბათუმში გაგრძელდება ხვალ, 25 ივნისსაც, შემდეგ კანდიდატებს კი სკაიპით გაესაუბრებიან. დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა 20-მდე ადამიანთან მოახერხა გასაუბრება. გასაუბრებაზე მისული კონკურსანტები ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომელთა უმრავლესობას განაცხადი ბარმენის ან მიმტანის პოზიციაზე აქვს  შეტანილი. „ჩემი ოცნება ზღვაზე წასვლა იყო, მაგრამ ისე …

ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ახლობლები საპროტესტო აქციებს გეგმავენ

ლიბიაში, ქალაქ მისრათაში, გაჩერებული გემის ეკიპაჟის ქართველი წევრების ახლობლებმა დღეს, 8 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს აკეთებს შინაპატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ქართველი მეზღვაურის, რაულ ტაკიძის ახლობლის, ნარგიზ დიასამიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსტიტუციას არღვევს. „ის მუხლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს მსოფლიოს ყველა წერტილში, იგნორირებულია. სახეზეა ყველა …

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებზე

ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაურის ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას სთხოვენ. ქართველი მეზღვაურები – რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიის ქალაქ მისრათაში [Misurata] ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით არიან გაჩერებული. მათთან ერთადაა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე კიდევ 17 მეზღვაური. ისინი ყველანი მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდნენ. მას შემდეგ, …

საგარეო საქმეთა სამინისტრო: გარდაცვლილ მეზღვაურს ამ კვირაში გადმოვასვენებთ

51 დღის წინ ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე საქართველოში მიმდინარე კვირაში უნდა გადმოასვენონ. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა მიაწოდა. “პროცედურა დაწყებულია გადმოსვენების. ლიბიის პროკურატურამ გასცა ნებართვა გადმოსვენებაზე. გარდაცვლილი გადასვენებულია ქალაქ მისტრადადან ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ავიაკომპანიებთან, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს შესაბამისი რეისის დაჯავშნა, რომ გარდაცვლილი  გადმოვასვენოთ …

საგარეო: ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის გადმოსვენების პროცედურა დაიწყო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები დაიწყო. “ეგვიპტეში საქართველოს საელჩოსთვის ლიბიური მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაწყებულია დავით რაზმაძის საქართველოში გადმოსვენების პროცედურა და მიმდინარეობს მუშაობა გადამზიდავ ავიაკომპანიასთან,” – უთხრეს “ბათუმელებს” საგარეო საქმეთა სამინისტროში. დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის …

ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს საქართველოში ამ კვირაში ჩამოასვენებენ – საგარეო

ლიბიაში 43 დღის წინ გარდაცვლილ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურა შესაბამის აქტს ხვალ, 20 თებერვალს გამოსცემს. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა ამ საკითხზე და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე მეზღვაურის ოჯახის წევრებსა და …

42 დღე გარდაცვალებიდან – ქართველი მეზღვაური საქართველოში ჯერ კიდევ არ გადმოუსვენებიათ

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე ჯერ ისევ არ გადმოუსვენებიათ საქართველოში. 42 დღეა ოჯახი მის ცხედარს ელოდება, ოფიციალური უწყებებისგან კი მხოლოდ დაპირებებს იღებენ. „42-ე დღეა დღეს, რაც ბავშვი გარდაიცვალა და მისი ცხედარი ჯერ არ გადმოუსვენებიათ. ცოდვა რად მინდა, ყურადღება კი არის, ყოველდღე გვირეკავენ – საგარეოდან, შსს-დან, მაგრამ ყოველდღე ერთი და იგივე ამბავი აქვთ – გვეუბნებიან მიდის …

ლონდონში ქართველი მეზღვაურები ზღვაში გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ IMO ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ქართველ მეზღვაურებს საერთაშორისო ჯილდო გადასცა. დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს, ლონდონში, IMO-ს სათავო ოფისში გაიმართა. ჯილდო კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს გადასცეს. 2017 წლის 26 ივნისში ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟმა, კაპიტან ლევან მამალაძის მეთაურობით, არაბეთის ზღვაში 13 ადამიანი იხსნა განსაცდელისგან. მათ ტანკერ “Rama2“-ის ეკიპაჟი გადაარჩინეს. ტანკერი “Rama2“ უბედური …

ქართველ მეზღვაურებს 13 ადამიანის გადარჩენისთვის ლონდონში დააჯილდოებენ

„ჩემს პრაქტიკაში ეს იყო ურთულესი დღე. მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არ მქონია,“ – ასე იხსენებს მეზღვაური დავით ბარამიძე 2017  წლის ივნისში მომხდარ შემთხვევას. დავითი სხვა მეზღვაურებთან ერთად ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ზე მუშაობდა. გემის კაპიტანი ქართველი მეზღვაური ლევან მამალაძე იყო. სწორედ გასული წლის ივლისში ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის გადასცემენ 14 ქართველ მეზღვაურს საერთაშორისო ჯილდოს. „2017 …

272 დღე ხელფასის გარეშე – მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ არ იცის როდის და როგორ გადაწყდება ბათუმის პორტში მდგარი ტვირთმზიდი გემის – „ალიქან კარტალის“ ეკიპაჟის ბედი. 6-კაციანი ეკიპაჟი გემთმფლობელისგან კუთვნილ ხელფასს 272-ე დღეა ელოდება. “ბათუმელებმა” მეზღვაურთა პრობლემების შესახებ 25 სექტემბერს მოამზადა მასალა. ოფიციალური უწყებებიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გემთმფლობელი დავალიანების გასასტუმრებლად ვადას სექტემბრის ბოლომდე ითხოვდა. 5 ოქტომბრის მდგომარეობით, გემთმფლობელი ისევ …

რა სჭირდებათ მეზღვაურებს გერმანულ და ხორვატიულ გემებზე დასაქმებისთვის – რეკომენდაციები

იმ მეზღვაურებს, რომლებსაც განათლება ქართულ საზღვაო სასწავლებლებში აქვთ მიღებული, 13 სექტემბრის შემდეგ საშუალება ეძლევათ გერმანულ და ხორვატიულ გემებზეც დასაქმდნენ.  ამიერიდან ქართული დიპლომით მსოფლიოს 47 ქვეყანაშია დასაქმება შესაძლებელი, აქედან 19 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში. გერმანული და ხორვატიული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების  შესაძლებლობა მეზღვაურებს საზღვაო ფორუმზე ხელმოწერილი მემორანდუმით მიეცათ, რითაც ამ ორმა სახელმწიფომ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი …

რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა მეზღვაურებმა სანამ გემთმფლობელთან კონტრაქტს გააფორმებენ

საზღვაო შრომის კონვენციის თანახმად, მეზღვაურებმა განურჩევლად ეროვნებისა, დასაქმებისას აუცილებლად უნდა გააფორმონ შრომითი ხელშეკრულება გემთმფლობელთან ან მის წარმომადგენელთან. ხელშეკრულება მეზღვაურებს იცავს უცხო ქვეყნის ნავსადგურებში მიტოვებისა და შრომითი ტრეფიკინგისაგან. მეზღვაურის ხელფასის ოდენობა, გემთმფლობელის მიერ სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეზღვაურის უკან გარანტირებული დაბრუნება, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ვადები – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მოთხოვნებისა, რომლებიც აუცილებელია კონტრაქტში …

პატიმრობიდან გათავისუფლებული მეზღვაური: სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი ციხე მოვიარე

დღეს, 7 მაისს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურ სოსლან კაკაბაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი ციხე მოვიარე. ბრალდება იყო, რომ მოვიპოვებდით ნავთობს და უკანონოდ გაგვქონდა იტალიაში. დიდი ძალისხმევა გაიღო  უნგრეთის საკონსულომ, ჩემი სასამართლო შედგა და გამათავისუფლეს,“- თქვა სოსლან კაკაბაძემ შეხვედრაზე. უნგრული …

როდის გაათავისუფლებენ ლიბიაში დაკავებულ ორ მეზღვაურს – საკონსულოს განმარტება

ლიბიაში სამი წლის წინ, 2015 წლის აგვისტოში დაკავებული მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე 29 აპრილს, ტრიპოლის სასამართლომ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კაკაბაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. 30 აპრილის მდგომარეობით ლიბიის ციხეში კიდევ ორი ქართველი მეზღვაური  –  რომან კაკალაძე და გენადი კომახიძე რჩება. რა ბედი ელის ციხეში დარჩენილ ორ მეზღვაურს. “ბათუმელები” საქართველოს …

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური სამწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

დღეს, 29 აპრილს, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, თითქმის სამწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას მეზღვაურის გათავისუფლების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება. დღეს ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ელჩმა მოინახულა დაკავებული ქართველი მეზღვაურები და მართავს შეხვედრებს ლიბიის საგარეო უწყებასთან,” – …

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე

ლიბიის ციხეში ექვსთვიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაური, ნუკრი ხოხბა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მეზღვაური საქართველოში 13 მარტს დაბრუნდა. ლიბიის ორ სხვადასხვა  ციხეში ამ დრომდე საქართველოს სამი მოქალაქე რჩება – ნუკრი ხოხბასთან ერთად 6 თვის წინ დაკავებული გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე. კიდევ ერთი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე კი 2 წელი და 6 თვეა ლიბიის ციხეში იხდის სასჯელს. ტყვეობის პირველი …

ბათუმელი მეზღვაურები ლიბიის ციხეში

მეხუთე თვეა, რაც ლიბიაში, ქალაქ ტაჯურას ციხეში მყოფი ქართველი მეზღვაურები – გენადი კომახიძე, ნუკრი ხოხბა და რომან კაკალაძე თავისუფლებას ელიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ მეზღვაურთა დასახმარებლად, თუმცა ლიბიაში შექმნილი მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე, პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. „საქართველომ, პირველ რიგში, რაც გააკეთა, დაკავებულებს აუყვანა ადვოკატი, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ …

ნამდვილი მეზღვაური

ბოლო თვეა 23 წლის ბათუმელი ნათია ლაბაძის ყოველი დილა ერთნაირად იწყება. ძილ-ბურანში მყოფის პირველი ფიქრია: „სად ვარ?“ საწოლი მყარად დგას, ოთახი არ ირწევა, ესე იგი ხმელეთზე.  მალე ყველაფერი 6 თვით შეიცვლება. სექტემბერში  ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული ნათია ლაბაძე შორეულ ნაოსნობაში წავა, პირველი ერთი თვე ასისტენტი იქნება, შემდეგი კი ხუთი თვე კი კაპიტნის მესამე თანაშემწის პოსტს …

Exit mobile version