როცა ვიღაც შენი სახელით „ფეისბუქში“ ფულს აკეთებს

„ამ სქემის  გაკეთება საკმაოდ მარტივია, რადგან ამ დროს გგონია, რომ თითქოს შენი ახლობელი ადამიანი გწერს და დახმარებას გთხოვს…“ – ამას ის ადამიანები ყვებიან, რომლებიც ინტერნეტში კონკრეტული თაღლითური სქემის მსხვერპლნი გახდნენ. მათი სახელებით ყალბი ფეისბუქანგარიშები შექმნეს და მათ ფეისბუქმეგობრებს ფული მოსთხოვეს. ზოგიერთმა, ვისაც ყალბი ანგარიშიდან დახმარების შესახებ შეტყობინება მიუვიდა, ფული მითითებულ ანგარიშზე უკვე ჩარიცხა. „ესაა თაღლითური …

ბათუმში კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტომ ბათუმში ჯგუფური იძულების ბრალდებით ორი პირი დაკავა. გამოძიების მიხედვით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლუბის მფლობელი ჯ.ც. და მისი თანამშრომელი  ი.ჩ. კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ. „ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი. ნების საწინააღმდეგოდ   ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.დ.-ს …

რამდენად აზარალებს ტურიზმს ღამის კლუბებში ტურისტებისთვის ფულის გამოძალვა?

„ზოგადად, ტურიზმზე შესაძლოა არა, მაგრამ გარკვეულ კატეგორიაზე აუცილებლად იქონიებს გავლენას,“ – ასე აფასებს ტურიზმის ექსპერტი ზვიად ელიზიანი ბოლო დროს ღამის კლუბებში უცხოელი ტურისტებისთვის ფულის გამოძალვის შემთხვევებს. ომანელი ტურისტები დღეს, 24 ივლისს, მოუყვნენ „ბათუმელებს“ ღამის კლუბ „სთარში“ გუშინ ღამით  300 დოლარის გამოძალვის შესახებ. მანამდე „ბათუმელები“ კლუბ „ვოგზე“ წერდა, სადაც ერთ ბოთლ არაყში, შამპანურში, ლუდში, ხილის ასორტსა და …

ტურისტები ომანიდან: ღამის კლუბში ფული გამოგვძალეს

ტურისტები ომანიდან ღამის კლუბში ფულის გამოძალვაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაცვის თანამშრომლები ცემით დაემუქრნენ, თუკი იმ თანხას არ გადაიხდიდნენ, რაც ქვითარში ჩაუწერეს. „ღამით ქუჩაში გავიარე, ტაქსის მძღოლმა გვირჩია გასართობად ღამის კლუბში წასვლა, – გვიყვება ეჰმედ ნ. იგი ორ მეგობართან ერთად ბათუმში პირველად ჩამოვიდა და ერთ-ერთ ჰოსტელში გაჩერდა, – დაახლოებით ღამის სამ …

Exit mobile version