ქობულეთში ფრინველების არალეგალური სასაკლაო აღმოაჩინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს დღეს, 30 აპრილს. „ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჟ. საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში ფრინველს კლავდა სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Tag Archives: ფრინველები
გამოიცნობ ცხოველებისა და ფრინველების ხმებს? [აუდიო ტესტი]
შეამოწმე, როგორ იცნობ ან გამოიცნობ ცხოველებისა და ფრინველების ხმებს
სამმა მეგობარმა ბულვარში იშვიათი სახეობის ბუ იპოვა – „ხიდის ქვეშ ეგდო, ვერ დადიოდა“
მეექვსეკლასელმა ბავშვებმა – სერგი მანველიძემ, საბა მახარაძემ და ნიკა გობაძემ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სეირნობისას, ხიდის ქვეშ, ზღვასთან ახლოს იშვიათი სახეობის ბუ შენიშნეს. „ხიდის ქვეშ ეგდო, თავიდან გვეგონა, რომ ფრთები ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხზე ვერ დგებოდა. შეგვეცოდა, რადგან ზღვასთან ახლოს იყო, შესაძლოა დაღუპულიყო, ამიტომ, წამოვიყვანეთ“, – ამბობს სერგი მანველიძე „ბათუმელებთან“. მეგობრებმა პატარა ბუ …
ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია [ანონსი]
3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ფესტივალის ფარგლებში რეგიონს უცხოელი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. ფესტივალის განმავლობაში დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. საღამოობით კი სასტუმრო „ოაზისში“ მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს. …
ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს გაიხსნება
3-8 სექტემბერს აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივების გარდა რეგიონს ორნითოლოგები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც ეწვევიან. ყოველდღიურად ფესტივალის სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა და გიდების თანხლებით მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე: ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ასევე, გაიმართება ლექციები და პრეზენტაციები, …
Continue reading “ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს გაიხსნება”