„ფოტოების დიალოგი“ – ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების გამოფენა ბათუმში

„ფოტოების დიალოგი“ – ასე ქვია ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივ ნამუშევარს, რომელიც 17 თებერვალს  ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ გამოიფინება. „თანამედროვე ხელოვნების სივრცეს“ ინფორმაციით, ქართველი  ფოტოგრაფების ნამუშევრები ქვემო სილეზიაში მოგზაურობას ასახავს, პოლონელი ფოტოგრაფების კი – აჭარაში.  ღონისძიება პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში იმართება. „ფესტივალის მიზანი საქართველოსა და პოლონეთს შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაა. ორი რეგიონი: აჭარა და ქვემო …

ხის მეჩეთების გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

20 იანვარს ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, კანადელი ურბანისტის, სიუზან ჰერის-ბრენდტსის, ფოტოსერია გამოიფინება. გამოფენის თემაა ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობა აჭარაში. „კანადელმა ურბანისტმა აჭარაში ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად საფრთხის წინაშე არსებული ისლამური არქიტექტურის ძეგლები გამოიკვლია. მისი პროექტის არეალში ძირითადად ხის მეჩეთები მოექცა. პროექტის ავტორი წერს, რომ ოსმალთა იმპერიისა და საბჭოთა მმართველობის აღზევება ხის მეჩეთების ისტორიაში საუკეთესო პერიოდია. დღეს კი …

პოლონელი ფოტოგრაფის გამოფენა ბათუმში

დღეს 12 სექტემბერს  „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, პოლონელი ფოტოგრაფის ტომაშ ლაზარის ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენის სახელწოდებაა, – „ცხოვრება როგორც თეატრი“. გამოფენა იმართება ფესტივალის -„ოდესა-ბათუმის ფოტოდღეების“ ფარგლებში. გამოფენა 19:00 საათზე დაიწყება.  

საერთაშორისო ფესტივალი ოდესა/ბათუმი ხვალ გაიხსნება

საერთაშორისო ფესტივალი „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები” 10 სექტემბერს 19 საათზე თიბისი გალერეაში გახსნება. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ, ღია კონკურსის წესით შერჩეული ფოტოები თემაზე „ტერიტორია/სივრცე“. გამოფენაში მონაწილეობენ ფოტოგრაფები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ირანიდან და სხვა. ფესტვალის ფარგლებში მომდევნო გამოფენა 12 სექტემბერს 19 საათზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება. ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფი ტომაშ ლაზარი წარადგენს …

Exit mobile version