„გათენდება ვტირი, დაღამდება – ვტირი. ნუ დამინგრევთ ოჯახს“ – 4 შვილის დედის თქმით, მის ქმარს დეპორტაცია ემუქრება

„წერა-კითხვა არ ვიცი, არცერთ ენაზე, რადგან მშობლებმა სკოლაში არ შემიყვანეს. მეტროებში და ქუჩებში დავდიოდი და მოწყალებას ვითხოვდი. 14 წლის ასაკში გამათხოვეს. იქაც მძიმე ცხოვრება მქონდა, რადგან ცუდად მექცეოდა დედამთილი. ერთხელ სარდაფში თოკებით დამაბა, რის გამოც ვენებიც კი გადავიჭერი. შემდეგ დედაჩემმა წამომიყვანა სახლში, რადგან ვუთხარი, აქ არ გავჩერდები, თავს მოვიკლავ – მეთქი. ამ დროს ერთი შვილი …

საფრანგეთის მოქალაქეების თქმით, ისინი საქართველოში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს

საფრანგეთის მოქალაქე არტურ გამუსი [Arthur Gamus] „ბათუმელებს“ სწერს, რომ ის თავის მეგობართან, ბაისანგურ გაურგაშვილთან [Gaourgashvili Baysangour] ერთად საქართველოში ჩამოფრინდა, თუმცა ის და მისი მეგობარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს და ქვეყანაში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს. „რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ, 2026 წლის 14 სექტემბერს, ამსტერდამიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვედით, სასაზღვრო კონტროლის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ საფრანგეთის მოქალაქის პასპორტები, თუმცა ერთ-ერთმა …

მეუღლე მყავს უცხოელი, მისცემენ საქართველოში ბინადრობის უფლებას? – ახალი კანონი სექტემბრიდან

საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მიღების ახალი წესები ამოქმედდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან. ახალი კანონმდებლობით, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან …

როცა ოჯახის ერთი წევრი უცხოელია – „ოცნების“ საემიგრაციო პოლიტიკა შერეული ოჯახების წინააღმდეგ

ბოლო თვეებია საქართველოდან უცხო ქვეყნის ასობით მოქალაქე აძევებენ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორისაა საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხოელების ქვეყნიდან გაძევების შემთხვევები. რამდენიმე დღის წინ ქვეყნიდან გააძევეს ბათუმში მცხოვრები კაცი, თურქეთის მოქალაქე, რომელსაც შშმ შვილი ჰყავს, დედა ბავშვის სპეციფიური საჭირობებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა. „ოცნების“ ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკა შერეულ ოჯახებს, ფაქტობრივად, …

Exit mobile version