სუფსაში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

სუფსაში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო. ავტომანქანის მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სუფსიდან ივანიშვილის ხის გადატანის გამო მაგისტრალზე საგზაო ნიშნები ჩამოხსნეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში სამტრედია-ბათუმის მაგისტრალზე გზის მანიშნებლები ჩამოხსნეს. ადგილობრივების თქმით, მიზეზი იმ მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირებაა, რომელსაც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად სოფელ ხიდმაღალაზე [სუფსა] ამზადებენ. ხე თითქმის მზადაა გადასატანად და მისი ტრანსპორტირება უახლოეს პერიოდში დაიწყება. ტვირთის გადასატანად სპეციალურად კეთდება სოფლის გზაც. როგორც სოფელში ამბობენ, ხის გატანის შემდეგ სოფლის გზის მოასფალტებაა დაგეგმილი. მრავალწლოვანი ხე კერძო …

რამდენი გემი შემოვიდა საქართველოს ნავსადგურებში 2018 წელს – სტატისტიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2018 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად  2018 წელს საქართველოს ნავსადურებში 1629 გემი შემოვიდა. აქედან ფოთის საზღვაო ნავსადგურში 787 გემი შემოვიდა, ბათუმის ნავსადგურში 669 გემი, ყულევში 132 გემი, ხოლო სუფსის ტერმინალში 41 გემი. შემოსული გემებიდან პროცენტულად ყველაზე მეტი (29 % ) ტვირთმზიდი გემი იყო, 24 % ტანკერი, ხოლო  20 % კონტეინერმზიდი. 2018 წელს  საქართველოს …

Exit mobile version