სულხან ხალვაში შპს სტადიონის დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ინფორმაცია, რომ შპს „სტადიონის“ დირექტორი სულხან ხალვაში თანამდებობას ტოვებს და სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის, „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში დაუდასტურეს. მთავრობის ინფორმაციით, მას კერძო სექტორიდან კარგი შეთავაზება აქვს, ამიტომაც მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე სულხან ხალვაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შპს „სტადიონის“ ახალ დირექტორად კურორტ „გოდერძის“ დირექტორის, ზურაბ ჭურკვეიძის …

20 მილიონ დოლარად ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი შენდება

ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების მიზნით არსებული ყინულის სასახლის ადგილზე ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი აშენდება. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია, რაც კომპლექსის დაპროექტების დროს შესაძლოა შეიცვალოს. ლადო ასათიანის ქუჩაზე, #27-ში, სპორტული კომპლექსის აშენებას კანადური კომპანია Westincor Limited-ი აპირებს, რომელთანაც შპს „სტადიონი“ ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს. „მკაცრი პირობაა, რომ პირველ სექტემბრამდე მოეწყოს …

ბათუმში სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება

შპს „სტადიონის“ დირექტორის, სულხან ხალვაშის ინფორმაციით, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შერჩევაზე ელექტრონული ტენდერი შესაძლოა მიმდინარე თვეში გამოცხადდეს, ან არაუგვიანეს მომავალი წლის იანვრისა. „სტადიონის“ დირექტორის ინფორმაციით, მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება მიმდინარე კვირაში გაფორმდება. „გამარჯვებულ კომპანიას სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია ამ დროისთვის წარმოდგენილი აქვს,“ – აცხადებს სულხან ხალვაში. ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე …

დავა 66 მილიონზე – ვის ააშენებინებენ ბათუმში ახალ სპორტსკოლას

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტენდერზე შესყიდვების საააგენტოს დავების საბჭო მსჯელობს.  შპს „სტადიონმა“ „საბა კონსტრაქშენს“, რომელმაც ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა, დისკვალიფიკაცია მისცა. კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში უპირატესობას ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას ანიჭებს, რომელმაც ასევე სხვა პრეტენდენტებთან შედარებით დაბალი ფასი დააფიქსირა [ამ შემთხვევაში ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა]. შესაბამისად, შანსი გაუჩნდა შპს „დაგს“, …

საკადრო ცვლილებები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

შპს „სტადიონს“ ახალი დირექტორი ეყოლება. ამ პოსტზე გიორგი ზირაქაშვილს სულხან ხალვაში შეცვლის. სულხან ხალვაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. გიორგი ზირაქაშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ ის ახალ შეთავაზებას ელოდება. მინისტრის მოადგილედ შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს ჯემალ ბოლქვაძე, შპს „გოდერდზირესორტსის“ დირექტორი. „საუბრის დონეზეც კი არ ყოფილა მაგ თანამდებობის შემოთავაზება“ – განაცხადა …

Exit mobile version