„როცა გძინავს, როგორ მიხვდები, როდისაა გაქცევის დრო“ – ხალხი სოფელში მეწყრის პირისპირ და მარტო | ვიდეო

„წვიმის დროს გვეუბნებიან, დაცალეთ სახლიო, მაგრამ როცა გძინავს, რა უნდა მიხვდე, როდისაა გაქცევის პერიოდი, ან სად უნდა გავიქცეთ?“ – კითხულობს მარო ქავთარაძე, რომელსაც ქედის სოფელ გულებში 6 დღის წინ, პირველ თებერვალს ვესაუბრეთ. სოფელი გულები გუშინ, 6 თებერვალს დაიმეწყრა: მოიშალა გზები, მეწყერი შევიდა სახლის ეზოებსა და ბაღებში. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მეწყრის შედეგად აჭარის სოფლებში …

სტიქიით დაზარალებული ბაჯელიძეების ოჯახი: დახმარება არ მიგვიღია

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული მეწყრით დაზარალებული ბაჯელიძეების ოჯახი აცხადებს, რომ სახელმწიფო განსახლების პროგრამით არ უსარგებლიათ და ამ პროგრამით გათვალისწინებული  თახა, 25 000 ლარი არ აუღიათ: „რადგან 25 000 ლარით ვერაფერს შევიძენდით, ამ თანხის მიღებაზე უარი განვაცხადეთ, საჭირო დოკუმენტებიც არ წარგვიდგენია” – ამბობს გაბრიელ ბაჯელიძე. [highlight color= red]ამავე თემაზე: მეწყერმა ქედაში საცხოვრებელი სახლი …

კალაპოტიდან გადმოსული მდინარეები და ჩაკეტილი გზები – სტიქიის მეორე დღის ქრონიკა ქედაში

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, ოქტომბრის თემში აგოთა-მეძიბნის დამაკავშირებელი გზა ჩამოიშალა. ამავე თემში, ასამბაძეების უბანში კი, გურამ ასამბაძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. მეწყერი განვითარდა სოფელ ზენდიდში, თენგიზ ბერიძის და სოფელ აქუცაში – არსენ თურმანიძის საცხოვრებელ სახლთან. სოფელ გულებში მემედ დიასამიძის სახლთან განვითარებულმა მეწყერმა რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა,  გზა ჩაკეტილია სოფელ ხუნკუდაშიც. სოფელ ორცვაში მდინარე ჭანჭახევის …

დაბა ქედაში ადიდებულმა მდინარემ პარკი და სახლის ეზო დატბორა [ფოტოამბავი]

დაბა ქედაში მდინარე აკავრეთადან წყალი პარკში გადმოდის, პარკის ბოლოს კი მანველიძეების საცხოვრებელი სახლია.  

ქედის ათ სოფელში მეწყერი განვითარდა

ქედის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ათ სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ მეძიბნაში მეწყერი ჩამოწვა თენგიზ ბერიძის სახლთან. გამგეობის ინფორმაციით, ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მეწყერია ჩამოწოლილი  მახუნცეთში ნაზიმ თავდგირიძის ეზოშიც, თუმცა როგორც გამგეობაში გვეუბნებიან,  თავდგირიძის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება.  ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად  კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ბზანა და …

Exit mobile version