აშშ-მ საქართველოს გადასცა 13 მლნ დოლარის ტექნიკა საზღვრის გასაძლიერებლად

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, შემოსავლების სამსახურს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა. ტექნიკური აღჭურვილობა 13 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ტექნიკის გადაცემას აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანიც ესწრებოდა. თანამედროვე აღჭურვილობა ხელს შეუწყობს კონტროლის გაძლიერებას საზღვარზე, რათა თავიდან იყოს აცილებული უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების შემთხვევები.

სასაზღვრო ზონაში საშვის გარეშე ყოფნისა თუ საქმიანობისთვის დაგაჯარიმებენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოებისას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას პირთა ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ნიშნები სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს 5 კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი, 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება. სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა …

ორი მოქალაქე სარფში საზღვრის გვერდის ავლის დროს დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის ორი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით სარფში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.    

რა ელის აჭარას ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წლის თავზე

სამი წლის შემდეგ ზუსტად 100 წელი უსრულდება ქალაქ ყარსში ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელსაც საზოგადოება ყარსის ხელშეკრულებით სახელწოდებით იცნობს. რა წერია ამ დოკუმენტში და შეიცავს თუ არა ის საფრთხეებს საქართველოსთვის? – „ბათუმელების“ კითხვებს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძეს პასუხობს. ლაშა, ვინ არიან ყარსის ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები – ითვლება თუ არა საბჭოთა რუსეთი მხარედ, თუ მხოლოდ სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული …

Exit mobile version