საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე უცნობმა პირმა მსოფლიო რუკა დაარიგა, რომელზეც საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გარეშე იყო დატანილი. ინციდენტი გუშინ,  3 ოქტომბერს,  ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს მოხდა. რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიადაა მოხსენიებული. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, რუკაზე არსებული შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა რუკები ადრესატებს ჩამოართვა. თვითმხილველმა და …

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჭადრაკში საფრანგეთს მოუგო, ვაჟებმა კი – მონღოლეთის ნაკრებს

ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა საფრანგეთს მოუგო ანგარიშით – 2.5:1.5, ვაჟთა ნაკრებმა კი გუშინდელი ყაიმის შემდეგ მონღოლეთის ნაკრები ანგარიშით – 3:1 დაამარცხა. ქალთა ნაკრებიდან ერთადერთი გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა ჩაიწერა, რომელმაც მეორე დაფაზე თეთრი ფიგურებით ითამაშა. დანარჩენები ფრანგ მოჭადრაკეებთან ყაიმზე შეთანხმდნენ. მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილი შავი ფიგურებით დიდხანს ცდილობდა მეტოქის …

საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი დღის შედეგები – საქართველოს ექვსივე ნაკრების გამარჯვება

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტურის შეხვედრებში საქართველოს ექვსივე ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სახელით ოლიმპიადაზე 3 ქალთა და 3 ვაჟთა ნაკრები თამაშობს. 24 სექტემბერს საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით, ხოლო მესამეზე ასევე თეთრებით გაიმარჯვა ბელა ხოტენაშვილმა. შავი ფიგურებით მოთამაშე მერი …

„ჰაერი აღარ შემოდის და სინათლე“ – საჭადრაკო ოლიმპიადის წინ დამალული საბჭოთა კორპუსები

„ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ხალხს თვალი აუხვიონ. ეს კორპუსები რომ ბანერის გარეშე ენახა ვინმეს, იტყოდა, დედა, ეს სად ვარო. ამხელა ოლიმპიადის წინ რომ არ გააკეთეს არაფერი, ოლიმპიადის მერე გააკეთებენ ვითომ?“ – კითხულობს ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები გოჩა ფაღავა. ბათუმის მერიამ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის წინ სარეკლამო ბანერი მის საცხოვრებელ კორპუსსაც ჩამოაფარა. საჭადრაკო ოლიმპიადის სარეკლამო ბანერს ყველა იმ …

Exit mobile version