„ოცნების“ წევრი ვარ, შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ“ – ვინ დანიშნა ცესკომ ნეიტრალურ წევრებად ხელვაჩაურში

„მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი 2012 წლიდან, რა თქმა უნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვარ,“ – არაფერს მალავს ედნარ მორთულაძე. ის რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ #3 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ შეარჩია – „ნეიტრალურ“ წევრად. ნეიტრალური წევრი იმას ნიშნავს, რომ ვიდრე პარტიები საუბნო კომისიებში საკუთარი ინტერესების წარმომადგენლებს დანიშნავენ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად ჩატარებისთვის, …

75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო მხოლოდ იმ უბანს გადათვლის, სადაც ენმ იგებს

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისია მხოლოდ მე-19 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს გადათვლის ხელახლა. ასეთია საოლქო კომისიის გადაწყვეტილება არაერთი გაუგებარი ლოგიკით შედგენილი შემაჯამებელი ოქმების და იმ დარღვევების ფონზე, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ. ხმების გადათვლის მოთხოვნით შედგენილი ათობით საჩივრის დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიამ კატეგორიული უარი თქვა. „თქვენ იმიტომ თანხმდებით მარტო მე-19 უბანზე ხმების გადათვლას, რომ იქ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო, რატომ …

ბათუმში აქციაზე შუშის ჩამსხვრევის შედეგად მინიმუმ 5 პირი დაშავდა

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ჩაიმსხვრა საოლქო კომისიის შენობის გვერდით მდებარე სილამაზის სალონის ვიტრინა, რის გამოც ადამიანები დაშავდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაშავებულია მინიმუმ ხუთი პირი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე, რომელიც ამ დრომდე აქციაზე რჩება. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აქციიდან კლინიკაში გადაყვანილია ორი ადამიანი, პირველადი ინფორმაციით, …

საუბნო კომისიებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით აკომპლექტებენ – კირთაძე

დღეს, 11 სექტემბერს, გიორგი კირთაძემ, ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პირებით აკომპლექტებს მაშინ, როცა კანონი საუბნო კომისიებში პოლიტიკურად ნეიტრალური პირებით დაკომპლექტებას ითვალისწინებს. მან ბრიფინგის დროს წარმოადგინა რამდენიმე პირის ფეისბუქპროფილის ფოტოები, სადაც აღნიშნული პირები მმართველი პარტიის რეკლამირებას ეწევიან. ერთ-ერთი ასეთი პირია ვაჟა კურცხალიძე, რომელსაც საუბნო კომისიაში აქვს …

„მანდარინი ვჭამეთ“ – მარკირებიანი ამომრჩეველი ბათუმის #62 უბანზე

„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი მურმან ქარცივაძე ამბობს, რომ არჩევნების დასრულებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ საარჩევნო უბანში მარკირებიანი პირები მივიდნენ და ხმის მიცემას ცდილობენ. „ჯერ სამი პირი შემოვიდა და ვნახეთ, რომ მარკირება ჰქონდათ გაკეთებული. გავაბრუნეთ უკან, მივიდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებთან და იქედან უკვე 5-6 ადამიანი მოვიდა ისევ, რომლებსაც ასევე ხელზე ემჩნეოდათ მარკირება. ამბობდნენ, …

ენმ: საოლქო კომისიებმა „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიებით მიიღეს გადაწყვეტილება

„ეს კადრები ადასტურებს იმას, რომ საოლქო კომისიები წინასწარ გამზადებული სიების მიხედვით აკეთებენ არჩევანს. პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიონალი კადრების შერჩევის ნაცვლად, საოლქო კომისია „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიით მუშაობს,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ქობულეთის და ხელვაჩაურის საოლქო კომისიების სხდომების ამსახველი ვიდეომასალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 6 სექტემბერს წარმოადგინა. საოლქო კომისიებმა თავიანთი წარმომადგენლების შერჩევა საუბნო კომისიებში გუშინ, …

Exit mobile version