ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სავარაუდოდ თხევადი გაზის ბალონი აალდა. როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში უკვე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე გამოცემა „აჭარა თაიმსს“, რომელმაც ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა, უთხრეს, რომ კორპუსი ჩაუბარებელია და იქ ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის.
Tag Archives: სამაშველო სამსახური
ბათუმში იპოვეს ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი
ბათუმში, ზღვაში იპოვეს ახალგაზრდა კაცის ცხედარი. ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 23 წლის ახალგაზრდა ზღვაში 5 ივლისს შევიდა და გამოსვლა ვერ შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაში მეგობართან ერთად შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
დაკვამლიანება იყო ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი რესტორანში მეხანძრე მაშველებმა დაკვამლიანების პრობლემა მოაგვარეს. თვითმხილველის თქმით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საწრაფო სამედიცინო სამსახური. ძლიერი დაკვამლიანების გამო რესტორანი ადამიანებმა დატოვეს. შემთხვევა დღეს, 8 მარტს მოხდა. სამაშველოს სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამწოვი მილის პრობლემის გამო იყო დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჩაქვში, ქობულეთის შემოვლით გზასთან ახლოს ხანძარი იყო
18 თებერვალს, გვიან ღამით, ჩაქვში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ეკალ-ბარდებს მოედო, ძლიერმა ქარმა კი გავრცელებას შეუწყო ხელი. ხანძარი გავრცელდა ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარედაც. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ ეკალ-ბარდი დაიწვა.
კვარიათში იპოვეს ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი
კვარიათში, ზღვაში მეორე დღეა ორი ადამიანს ეძებენ. ერთ-ერთი დაკარგული, დღეს, 28 ივნისს იპოვეს მაშველებმა. კაცი დაღუპულია. ზღვაში დაკარგულ ქალს მაშველები ჯერ ისევ ეძებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდები საქართველოს მოქალაქეები არიან. ზღვაში ორი ადამიანის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება სამაშველო სამსახურში გუშინ, 27 ივნისს, დღის საათებში შევიდა.
კვარიათში მაშველები ზღვაში ორ ახალგაზრდას ეძებენ
კვარიათში, ზღვაში, მეორე დღეა მაშველები ეძებენ ორ ახალგაზრდას. შეტყობინება სამაშველო სამსახურში გუშინ, 27 ივნისს, დღის საათებში შევიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდები საქართველოს მოქალაქეები არიან.
ბათუმში მესამე დღეა ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ
მესამე დღეა ბათუმში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას უშედეგოდ ეძებენ. 17 წლამდე მოზარდი ზღვაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაკარგულის ძებნა ისევ მიმდინარეობს.
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია. თვითმხილველის თქმით, ხანძარი სამსართულიან სახლში გაჩნდა, რომლის პირველ სართულზეც ავტონაწილების მაღაზიაა. სამაშველო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძარი ავტონაწილების მაღაზიის სასაწყობე ნაგებობაში გაჩნდა, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ამ სამსახურს ინფორმაცია ხანძრით დაშავებულების შესახებ არ აქვს.
შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს ნახევარმილიონიანი დეტალის შეცვლა სჭირდება
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ შვეულმფრენს, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში მუშაობდა, დაზიანებული აქვს კუდა ხრახნი, რომლის შეცვლას ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დასჭირდება. სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად 2023 წლის 12 სექტემბერს მიმართა. სასაზღვრო პოლიცია ერთი კომპლექტი კუდა ხრახნის შეძენას 586 ათას 501 ლარად …
Continue reading “შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს ნახევარმილიონიანი დეტალის შეცვლა სჭირდება”
როდის მიიღებს ქვეყანა სამაშველო შვეულმფრენებს – მთავრობა მათ შეძენაზე 10 წელია საუბრობს
გუშინ, 3 აგვისტოს, რაჭაში განვითარებული სტიქიის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა სამაშველო ვერტმფრენების საკითხი. შესაბამისად აღჭურვილი ვერტმფრენები საქართველოს დღემდე არ აქვს, თუმცა ხელისუფლება მათ შეძენაზე თითქმის 10 წელია საუბრობს. ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან კი, სამი H 145 ტიპის ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერშია გაფორმებული. პირველ შვეულმფრენს საქართველო ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში, …
ჭოროხმა კაცი გაიტაცა, მას მაშველები ეძებენ
მდინარე ჭოროხმა კაცი გაიტაცა, მას ამ წუთებში მაშველები ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. მერაბ ღოღობერიძის თქმით, რომელიც ოჯახის ახლობელია, კაცი მდინარის კალაპოტში ჯართს აგროვებდა. მთავარი ფოტო: ჭოროხში მაშველები დაკარგულ კაცს ეძებენ, მერაბ ღოღობერიძის ფოტო
ბახმაროში, მდინარეში მიკროავტობუსის საშველად მისული მაშველებიც გაიჭედნენ
კურორტ ბახმაროში მდინარე ბახვისწყალი მოულოდნელად ადიდდა. წყლის მოვარდნის მომენტში, მდინარეზე მიკროავტობუსი გადადიოდა, რა დროსაც ის წყალში გაიჭედა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა მიკროავტობუსიდან მგზავრები უსაფრთხოდ გადმოიყვანეს ნაპირზე, თუმცა თავად სამაშველო მანქანა მდინარეში ჩარჩა. ამ დროისთვის [14:45] მიკროავტობუსი ტრაქტორის დახმარებით უკვე ნაპირზე გამოიყვანეს. ჯერჯერობით ვერ ხერხდება მდინარეში გაჭედილი სამაშველო მანქანის ამოყვანა.
ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები მაშველებმა იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები მაშველებმა იპოვეს. „ შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება.“ …
Continue reading “ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები მაშველებმა იპოვეს”
კვარიათში ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
4 ივნისის შემდეგ მაშველები აჭარის სანაპიროზე გაუჩინარებულ ორ ადამიანს ეძებდნენ. დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ერთ-ერთი მათგანის ცხედარი კვარიათში, ზღვაში იპოვეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 4 ივნისს შემოვიდა ინფორმაცია კვარიათის ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, მოქალაქე ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი თანმხლები პირებისთვის დაიკარგა. გაუჩინარების …
Continue reading “კვარიათში ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს”
კლინიკიდან გაწერეს ქობულეთში სამაშველოს უფროსის ძმა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა, ფეხის არეში მიყენებული ჭრილობა დაუმუშავდა და იმავე ღამით გაწერეს კლინიკიდან. „…ეს იყო გუშინწინ, დაახლოებით ღამის სამ საათზე შემოიყვანეს. მას დასჭირდა მცირე ქირურგიული ჩარევა და კლინიკიდან გავწერეთ,“ – ამბობს „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტლის დირექტორი, ირინე დოლიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი …
ქობულეთის შემოვლით გზასთან ხანძარია
ქობულეთში, სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე, შემოვლით გზასთან ახლოს ხანძარია. არსებული ინფორმაციით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ეკალ-ბარდი იწვის. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს. მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
ლიეტუველი ტურისტი, რომელიც მაშველებმა ზღვიდან გამოიყვანეს, მართვით სუნთქვაზეა
ლიეტუველი ტურისტი, რომელიც გუშინ, 31 ივლისს, მაშველებმა ზღვიდან გამოიყვანეს, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამედიცინო კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა 31 ივლისს, ბათუმის ძველი ბულვართან ახლოს მოხდა – ტურისტს, რომელიც ზღვიდან ვერ გამოდიოდა, მაშველები დაეხმარნენ. ლიეტუველი ტურისტი ბათუმში ძმასთან ერთად არის ჩამოსული დასასვენებლად. კლინიკა „მედცენტრის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკაში …
Continue reading “ლიეტუველი ტურისტი, რომელიც მაშველებმა ზღვიდან გამოიყვანეს, მართვით სუნთქვაზეა”
ადგილები აჭარის ზღვის სანაპიროზე, სადაც ბანაობა აკრძალულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პლაჟის იმ მონაკვეთებზე, სადაც ბანაობა აკრძალულია, სამსახური შესაბამის ამკრძალავ ნიშნებს განათავსებს. სამსახურში აცხადებენ, რომ აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საბანო ზონებს მიმდინარე სეზონზე სრულად აითვისებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ წელს მაშველები დაემატებიან რამდენიმე ისეთ მონაკვეთზე, სადაც აქამდე სამაშველო კოშკურები არ არსებობდა და მაშველების მიერ არ კონტროლდებოდა. ასეთი …
Continue reading “ადგილები აჭარის ზღვის სანაპიროზე, სადაც ბანაობა აკრძალულია”
დღეს სანაპიროზე ქალი მაშველები გამოჩნდნენ
დღეს სამაშველო სამსახურმა მედიას 9 ქალი მაშველი წარუდგინა. წელს პირველად, ქალი მაშველები კაცებთან ერთად იმუშავებენ მთელი სეზონის განმავლობაში. ქალები, ჯერჯერობით, გადამზადებას გაივლიან. წვრთნები დღეს, 13 ივნისს დაიწყო. აჭარის სანაპიროზე, ზღვის სეზონზე, 15 ივნისიდან 160 მაშველი იმუშავებს, ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ კი – 250, მათ შორის 20 ქალი იქნება. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით წელს …
Continue reading “დღეს სანაპიროზე ქალი მაშველები გამოჩნდნენ”
მაშველებმა ადიდებული ჭოროხიდან 32 წლის კაცი და მისი ძაღლი უვნებლად გამოიყვანეს
ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში, მდინარე ჭოროხზე წყლის დონის მომატების შედეგად, კაცი, საკუთარ ძაღლთან ერთად, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 32 წლის მამაკაცი და ძაღლი უვნებლად გამოიყვანეს.
ძლიერი ქარის შემდეგ შსს-მ 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება
ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში 4 ადამიანი დაშავდა და ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, დაზიანდა 13 ავტომანქანა. ამ დრომდე ბათუმში რამდენიმე ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთია გადაკეტილი, რადგან სამაშველო სამსახური ქუჩებს დაზიანებული ხეებისგან ათავისუფლებს. სამაშველო სამსახურში დღეს, 16 იანვარს, ბათუმიდან 40 შეტყობინება შევიდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ინტენსიურ …
Continue reading “ძლიერი ქარის შემდეგ შსს-მ 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება”
ბათუმში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, რომლის ქვეშ ადამიანები მოექცნენ
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახლახანს ძლიერმა ქარმა ცხრასართულიან კორპუსს გადახადა სახურავი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. „ბათუმელების“ ჟურნალისტი, რომელიც ადგილზე მუშაობს, ამბობს, რომ დაინახა, როგორ მოყვა რამდენიმე ადამიანი სახურავის ქვეშ. „ახლა სასწრაფოს ელოდებიან. მსხვერპლი არის თუ არა არ ვიცი“, – ამბობს ჟურნალისტი. ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი …
მოქალაქეებმა ზღვიდან მთვრალი ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს
18 დეკემბერს, ღამით, დაახლოებით 21 საათზე, ბათუმის სანაპიროზე მოქალაქეებმა ზღვიდან ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს. „საღამოს მეგობრები პლაჟზე გადავედით და დავინახეთ, რომ ადამიანი შევიდა ზღვაში. იქვე, სანაპიროზე, იყო ორი ადამიანი, თავიდან გვეგონა, რომ ერთად იყვნენ და ეს ცურავდა, მაგრამ ახლოს რომ მივედით, მივხვდით, რომ ნაპირზე შემთხვევით მყოფი ადამიანები იყვნენ და ვერაფერს აკეთებდნენ, ზღვაში შესული კი წინ მიიწევდა …
Continue reading “მოქალაქეებმა ზღვიდან მთვრალი ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს”
მეხანძრე-მაშველებს ახალი ფორმები ექნებათ
2019 წლის პირველი იანვრიდან მეხანძრე-მაშველები ახალ უნიფორმებს მიიღებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებს სპეცფორმებს წელიწადში ორჯერ – ზაფხულსა და ზამთარში შეუძენენ. ახალი ფორმები განსხვავებული დიზაინის იქნება. სპეცტანსაცმლის დამზადებაზე ტენდერი სახელმწიფომ 548 ათას ლარზე გამოაცხადა. გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. სატენდერო პირობების მიხედვით სამაშველო სამსახური შეიძენს: ქურთუკსა და შარვალს – 4000 კომპლექტს, მოკლე მაისურს – 8000 ცალს, მაისურს …
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
ახლახანს ბაგრატიონის ქუჩაზე BMW-ს ტიპის ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქეებმა სახანძრო ჯგუფს გამოუძახეს, რომელიც ადგილზე მუშაობს. ასევე თვითმხილველების თქმით, მანქანა დაიწვა, თუმცა გარშემო თუ ავტომანქანაში მყოფ ადამიანებს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღიათ.
სამაშველო სამსახური: შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს 15 სექტემბერს, შავ ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია. ტალღების სიმაღლე ზღვის სანაპიროზე 3 მეტრს აღწევს, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. სამაშველო სამსახური მოსახლეობას აფრთილებას რომ ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს. „გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს“. აკრძალვა 16 სექტემბერის 10:00 საათამდე მოქმედებს.
გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა
დღეს, 30 ივლისს, გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, აჭარაში, მდინარე ჭოროხში დაკარგული მამაკაცია, რომელსაც მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 51 წლის მამაკაცი 27 ივლისს სოფელ შარაბიძეების მიმდებარედ მდინარე ჭოროხის ნაპირას მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და საბანაოდ შესვლა გადაწყვიტა მდინარეში. წინასწარი ინფორმაციით, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მეგობრებმა მისი მდინარიდან გამოყვანა ვერ მოახერხეს და სამაშველო სამსახურს …
Continue reading “გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა”
მაშველები მდინარე ჭოროხში შუახნის კაცს ეძებენ
შარაბიძეებში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მაშველები მდინარე ჭოროხში მამაკაცს ეძებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაახლოებით 50 წლის მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრები იყო, იგი ჭოროხის ნაპირას მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და საბანაოდ შესვლა გადაწყვიტა მდინარეში. სავარაუდოდ, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მეგობრებმა მისი მდინარიდან გამოყვანა ვერ მოახერხეს და სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ. „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ადგილზე ამჟამად 15-მდე …
Continue reading “მაშველები მდინარე ჭოროხში შუახნის კაცს ეძებენ”
ბათუმში დელტაპლანი ჩამოვარდა – მაშველებმა ზღვიდან ორი ტურისტი გამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში დელტაპლანი ჩამოვარდა, რომელზეც ორი ტურისტი იმყოფებოდა. მაშველებმა ტურისტები გამოიყვანეს. მაშველების ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა დღეს, 10 ივლისს იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მთავარი ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
სამაშველო: მდინარე ჭოროხში მამაკაცის ცხედარი ვიპოვეთ
სამაშველო სამსახურმა წუხელ, 14 ივნისს, გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი დღეს დილით მდინარე ჭოროხში იპოვა. როგორც სამაშველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათ გარდაცვლილის ნათესავმა მიმართა. ამავე სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქობულეთის მცხოვრებია. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადატანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თითქოს პოლიციელი უნდა ყოფილიყო, თუმცა შსს-ში ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს. …
Continue reading “სამაშველო: მდინარე ჭოროხში მამაკაცის ცხედარი ვიპოვეთ”
სარფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
სარფში დღეს, 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ზღვაში 47 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ძებნა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. „პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში შევიდა ზღვაში,“ – გვითხრეს სამაშველოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. …
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსზე არსებულ საკვამლე მილში ცეცხლი გაჩნდა
ბათუმში, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დამონტაჟებულ საკვამლე მილში ცეცხლი გაჩნდა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ სახანძრო სამსახურშიც. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მათი ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
სამაშველო სამსახური: ლეოგრანდში ხანძარი ლიკვიდირებულია, ყველა ოთახი შემოწმებულია
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი ლიკვიდირებულია და ყველა სასტუმრო ნომერი შემოწმებულია. „მაინც კიდევ დამატებით ვამოწმებთ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურში. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, 3 მეხანძრე-მაშველი გადაყვანილია საავადმყოფოში. ისინი თავს კარგად გრძნობენ. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 15 სახანძრო სამაშველო ავტოსისტემა და ოთხი სამაშველო კიბე. მუშაობდა დამატებითი ჯგუფები იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან. ხანძრის ჩასაქრობად სულ 120 …
Continue reading “სამაშველო სამსახური: ლეოგრანდში ხანძარი ლიკვიდირებულია, ყველა ოთახი შემოწმებულია”
გომის მთაზე ხანძარია
გომის მთაზე ხანძარია. კურორტზე ხანძარი ამ საღამოს გაჩნდა. სამაშველო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად მეტყევეებიც ცდილობენ. პროცესში ამ დროისთვის ვერტმფრენები ჩართული არ არიან. სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძარი მიწის მცირე ფართობზეა გაჩენილი.
სამაშველო: ამობრუნებულ დელტაპლანზე ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ
ბათუმში დელტაპლანის სავარაუდო ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. „დელტაპლანის მეპატრონე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. დელტაპლანი ზღვაში, ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 5 ნოემბერს, სავარაუდოდ ჩამოვარდა. „სამაშველო სამსახურში შემოვიდა ზარი და მაშველები იყვნენ გასულები. დელტაპლანზე ერთი ირანელი ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ. მეპატრონე აცხადებს, რომ დელტაპლანი წყალში ამობრუნდა“, – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის …
Continue reading “სამაშველო: ამობრუნებულ დელტაპლანზე ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ”
სამაშველო: უღელტეხილიდან მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 30 მგზავრი გამოიყვანეს
სამაშველო სამსახურის ცნობით, დღეს, 15 ოქტომბერს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბეშუმის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილი მგავრები გამოიყვანეს, სულ 13 ავტომანქანა. „ეს სამარშრუტო ტაქსები იყო, რომელბიც ჩვეულებრივ, ემსახურებიან მგზავრებს. შეტყობინება შემოვიდა და სამი ჯგუფი გავიდა ადგილზე. თოვლის სიმაღლე იმ დროისათვის ნახევარტი მეტრი იყო“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურში. დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში დილიდან თოვს. ხულოს გამგეობაში ამინდის გაუარესებასთან …
Continue reading “სამაშველო: უღელტეხილიდან მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 30 მგზავრი გამოიყვანეს”