ბათუმის საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში და დაზიანებული ინფრასტრუქტურა [ფოტო]

ბათუმის მერია ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებაში 35 ათასამდე ლარს გადაიხდის. ტურნირი საქართველოსა და უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივნისს დასრულდება. „ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ბათუმში, ზღვისპირა ზოლში არსებულ ქვიშის მოედანზე. ტურნირი ჩატარდება შერეული სისტემით, ჯგუფებში – წრიული, ხოლო პლეიოფებში – ოლიმპიური სისტემით. ღონისძიების ჩატარების დეტალური …

ბათუმის ცირკში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციამ, ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო ტურნირი გამართა, ქართულ ჭიდაობაში. ტურნირში  ქართველი მოჭიდავეების გარდა მონაწილეობენ თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის  სპორტსმენები. ტურნირი დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმის ცირკში საზეიმოდ გაიხსნა. ფინალური შეხვედრები კი ხვალ გაიმართება. აჭარიდან ხუთივე მუნიციპალიტეტიდან 25-მდე სპორტსმენი მიიღებს ტურნირში მონაწილეობას, უცხო ქვეყნებიდან კი 90-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. ტურნირის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიებაზე …

LADIES OPEN-ის პირველი ჩემპიონი ბათუმიდან

19 წლის შემდეგ პირველად, ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირის –  Ladies Open -ის გამარჯვებული ქართველი, 19 წლის მარიამ ბოლქვაძე გახდა.  ჩემპიონატში რვა ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორ ცხოვრობს და რა გეგმები აქვს ახალგაზრდა ჩემპიონს? მარიამ ბოლქვაძე „ბათუმელებს“ ესაუბრა. მარიამი ბათუმელია, თუმცა ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და წვრთნებს ლონდონის ჩოგბურთის აკადემიაში გადის. მარიამს აკადემია აფინანსებს, როგორც პერსპექტიულ და წარმატებულ …

Batumi Ladies Open 2016-ის გამარჯვებული ბათუმელი მარიამ ბოლქვაძეა

ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირის „Batumi Ladies Open”-ის გამარჯვებული წელს ბათუმელი მარიამ ბოლქვაძე გახდა. პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა ტურნირი „Batumi Ladies Open 2016” ბათუმში მეცხრამეტედ ტარდება და მასში, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს 8 ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 7 ქართველი.  „Batumi Ladies Open”-ის არსებობის ისტორიაში კი ტურნირს პირველად ყავს ბათუმელი გამარჯვებული. საპრიზო მეორე ადგილი რუსმა ჩოგბურთელმა ალექსანდრა …

ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი ბათუმში ივლისის ბოლოს უნდა ჩატარდეს

ბათუმის პლაჟზე, 2016 წლის 20 ივლისიდან 2016 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი უნდა ჩატარდეს, თუმცა ტურნირის ორგანიზების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია. ბათუმის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, სატენდერო თანხა 35 ათასი ლარია. ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ზღვისპირა ზოლში არსებულ ქვიშის მოედანზე. ტურნირი ჩატარდება შერეული სისტემით, ჯგუფებში – წრიული, ხოლო …

Exit mobile version