მრავალშვილიანი ოჯახების ბინით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

ბათუმში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ცვლილება შევიდა. ნაცვლად 2015 წლის პირველი იანვრისა,  პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც 2017 წლის პირველ იანვრამდე დარეგისტრირდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში. აღნიშნულ ბაზაში, მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 18 ოჯახია დარეგისტრირებული, ვისაც 7 და მეტი შვილი ჰყავს. „აღნიშნული ცვლილებით კრიტერიუმები …

ბათუმის მერიამ ბინა 51 700 ლარად გაყიდა

ბათუმის მერიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 46 კვ/მ ფართობის ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, N1-ში, უპირობო აუქციონზე 51 700 ლარად გაყიდა. ბინა კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირედ, „მაკდონალდსის“ გვერდით არსებულ კორპუსში მდებარეობს. ბათუმის მერიამ ბინა აუქციონზე 49 ათას 700 ლარად გაიტანა, ბიჯით – 2000 ლარი. აუქციონი შედგა და ქონება ერთი ბიჯით, 51 700 ლარად გაიყიდა. ვინ შეიძინა მერიის ბინა, …

ბათუმის მერია ბინას ყიდის

ბათუმის მერია, რომლისგანაც 2 ათასამდე უბინაო მოქალაქე საცხოვრებელ ფართობს ითხოვს, ახალაშენებულ კორპუსში ბინას ყიდის. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 46 კვ/მ ფართობის ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირედ მდებარეობს. ბინა შავი კარკასის მდგომარეობაშია. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რატომ გადაწყვიტა ბათუმის მერიამ საბინაო ფონდიდან ქონების გასხვისება. „ეს არის ახალი ბინა და ის მერიის საბინაო ფონდში არ ირიცხებოდა. …

ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებ ოჯახებს ბინებით მერია დააკმაყოფილებს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებ ოჯახებს ბინებს მერია გადასცემს. ამის შესახებ დღეს, 6 ივლისს, ეგარსლან ლომიძემ, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა თქვა. მას საკრებულის სხდომაზე საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძემ ჰკითხა, რას უპირებენ იმ 11 ოჯახს, რომლებიც დღემდე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ლომიძის განმარტებით, მერიამ 2010 წელს აღწერა ოჯახები, რაც არაზუსტი იყო და მიმდინარეობს მუშაობა, …

Exit mobile version