40 ათასი ლარი საბაგიროს დემონტაჟისთვის მწვანე კონცხზე

ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა მწვანე კონცხზე მდებარე საბაგირო გზის დემონტაჟისთვის  ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. დემონტაჟისთვის 40 ათასი ლარია გათვალისწინებული. ახალი საბაგირო გზის აშენებას აქ ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ გეგმავს, რომელიც ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ადგილზე კომპლექს „მაგნოლიას“ აშენებს, რომლის პროექტის ინიციატორი და ინვესტორიც ასევე ბიძინა ივანიშვილია. კომპანია 49 წლით მწვანე კონცხის პლაჟსაც ითხოვდა. ამ თემაზე: რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ …

„უჭირს ბიძინას თუ რატომ ვეხმარებით?“ – 40 ათასი საბაგიროს დემოტაჟისთვის და 6400 ლარი ჯართისგან

დღეს, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ძველი საბაგირო გზის დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალა, დაახლოებით 16 ტონა შავი ლითონის ჯართი, რომლის საწყისი ღირებულებაც 6 400 ლარია, ელექტრონული აუქციონის წესით გაყიდოს. თუმცა, მანამდე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული საბაგირო გზის ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟზე, რომელიც არ შედგა. სატენდერო თანხა …

ბოტანიკური ბაღი მწვანე კონცხზე საბაგირო გზის დემონტაჟს იწყებს

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მწვანე კონცხზე საჰაერო საბაგირო გზის ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟში 40 ათასამდე ლარს გადაიხდის. მომსახურებას ბოტანიკური ბაღი ტენდერით შეისყიდის. საბაგიროს დემონტაჟი მიმდინარე წლის 28 ივნისამდე უნდა დასრულდეს. მწვანე კონცხზე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კომპანია კი, ახალ საბაგირო გზას ააშენებს. სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ კონსტრუქციების დემონტაჟის შედეგად მიღებული ყველა ლითონის [ჯართი] დასაწყობება, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს …

Exit mobile version