აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლების უკანონო გაყიდვისთვის 60-მდე პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, წელს საქართველოს მასშტაბით კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი გამოვლინდა, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს ყიდდნენ. საგამოძიებო ღონისძიებები თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში  ჩატარდა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი …

„სააფთიაქო ნარკომანიის“ გამო 56 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ე.წ „სააფთიაქო ნარკომანიის“ გამო პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი. დარღვევები 22 აფთიაქში გამოვლინდა, მათ შორის, აჭარაშიც. „2022 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისსა და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და  კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა …

ბათუმსა და თბილისში აფთიაქებში სამალავებიდან ფსიქოტროპული მედიკამენტები ამოიღეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისსა და ბათუმში ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა. სააგენტოს ცნობით, მათ თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში სპეციალური რეცეპტის გარეშე შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა აფთიაქის ნებართვის გარეშე. 11 აფთიაქის …

ქუთაისში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში ერთ-ერთი აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ გაყიდვის გამო ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, დანაშაულში მხილებული პირი, ქუთაისში მდებარე სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი და შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე, მოქალაქეებზე სისტემატურად ახდენდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების …

ბათუმში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტი გამოვლინდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით ბათუმში  ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის წესის დარღვევის შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ეთერ ჟორდანიას თქმით, საქმე ეხება ბათუმში ერთ-ერთ ახალგახსნილ ავტორიზებულ აფთიაქს. “კონტროლის შედეგად გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტები, სათანადო რეცეპტის გარეშე. ასევე გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტების აღრიცხვის წესის დარღვევა. ნაწილ ფსიქოტროპულ სამკურნალო საშუალებებზე ვერ იქნა წარმოდგენილი მიღების …

Exit mobile version