ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს, 9 აპრილს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. მერიის ცნობით, #11 ავტობუსი, 12-წუთიანი ინტერვალით, სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მელიქიშვილის, ბარათაშვილისა და შავშეთის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს. #11 ავტობუსით გადაადგილება უფასო იყო გუშინაც.
Tag Archives: პრესრელიზი
შსს: აირბალონიანი ავტომანქანებისთვის ქულების შემცირება არ მოხდება ტექდათვალიერების ამოქმედებამდე
2017 წლის 1 ივლისიდან არ შეიცვლება სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1 ივლისამდე – განცხადებას ამის შესახებ საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი გამკაცრდება მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ. „საპატრულო …
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 %-ით გაიზარდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, აჭარაში ტურისტების 4,7% -იანი ზრდა ფიქსირდება, რაც 435 585 ტურისტს გულისხმობს. მათ შორის უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 -ითაა [295 269 ტურისტი] გაზრდილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტების რაოდენობის კვლევა რეგიონში არსებულ რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის განსაკუთრებული მატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. 11 თვეში საჰაერო გზით …
Continue reading “აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 %-ით გაიზარდა”
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ფორუმი ეკომიგრაციაზე
25 ნოემბერს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრების ფორუმს ბათუმში დაასრულებს. ფორუმი სასტუმრო „დივანში“ გაიმართება დილის 10 საათიდან 17 საათამდე. შეხვედრები ანაკლიაში, წყალტუბოში, თბილისში, რუსთავში, ნაფარეულსა და ბორჯომში გაიმართა. რეგიონულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების (62 მუნიციპალიტეტი), სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ცნობით, რეგიონული სამუშაო შეხვედრების დასრულების …
Continue reading “„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ფორუმი ეკომიგრაციაზე”
ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკომიგრაციას განიხილავენ
12-13 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „აისში“ (ბათუმი, გორგასლისა და გრიბოედოვის ქ. 153/29) საქართველოს რეგიონებში მომუშავე 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბება და ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობის დოკუმენტს განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკომიგრაციის სფეროში დღეს არსებულ პრობლემებზე გამართავენ დისკუსიას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ინიციატივებზე იმსჯელებენ, კერძოდ, ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანიაზე და მიგრაციის მართვის …
Continue reading “ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკომიგრაციას განიხილავენ”
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაციას იწყებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 10 თებერვლიდან სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალისთვის 2016 წლის პროგრამების გაცნობას იწყებს. სამინისტრო პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, 11:00 საათზე, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რეგიონულ ცენტრში გამართავს. პროგრამებს მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მანანა ფაღავას და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლელა სურმანიძესთან ერთად წარადგენს. შეხვედრაზე სამედიცინო …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაციას იწყებს”