რელიგიური გრძნობები, პორნოგრაფია, სიძულვილის ენა – ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან

„სიძულვილის ენა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს შესაძლოა ნიშნავდეს“, – გვითხრა ინტერვიუს დროს ამერიკელმა პროფესორმა, ჯეისონ დესანტომ ინტერვიუს დროს, როცა მას პარლამენტში შესული ახალი საკანონმდებლო წინადადების რისკებზე ვკითხეთ. ჯეისონ დესანტო ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორია [ჩიკაგო, აშშ; 25-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში] და ძირითადად გამოხატვის თავისუფლების კუთხით მუშაობს. ჯეისონ დესანტო საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს, რაც რამდენიმე თვეა  …

პრობლემა არის მხოლოდ ბავშვების დაცვა პორნოგრაფიისგან – გვახარიას ჩვენება სასამართლოში

“თავიდან “გრძნობათა იმპერიის” ჩვენებაც აკრძალეს, თუმცა ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ ფილმში ნაჩვენებ სექსუალურ აქტებს ჰქონდა სახელოვნებო დანიშნულება. ფილმს მიანიჭეს 16+ კატეგორია და ის დარჩა კინოდარბაზებში… ამ ბოლოს უხერხულობა ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეექმნა, როცა გასპარ ნოეს “სიყვარული” პორნოგრაფიად მიიჩნიეს და მისი ჩვენება აკრძალეს. არადა, ეს ფილმი ცოტა ხნით ადრე კანის ფესტივალზე აჩვენეს,” – მიმართა …

„სექსი არ არის დანაშაული, ქალბატონო ევა“ – კამათი პორნოგრაფიის განსაზღვრაზე საკონსტიტუციოში

პორნოგრაფიის განსაზღვრების პრობლემაზე დღეს დილიდან მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. დავის საგანი მარტივია: კანონში მხოლოდ ის უნდა ეწეროს, რომ პორნოგრაფია დასჯადია, თუ უფრო დეტალურად უნდა განიმარტოს, რა არის პორნოგრაფია და რა სახის პორნოგრაფიის გავრცელებაა დასჯადი. „კომპასი არ გვაქვს, კომპასიო, ამას ამბობს მოსარჩელე, მაგალითად, კაბა რამხელაზე უნდა იყოს აწეულიო… ზღვის პირას არის, მაგალითად, ქალი, მსუბუქად ჩაცმული, …

როგორ ეძებენ საქართველოში სექსს ინტერნეტით [ინფოგრაფიკა]

გუგლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ბოლო 12 თვის მანძილზე უმეტესად სოციალურ ქსელებს, ფილმების საიტებსა და თამაშებს (მათ შორის აზარტულს) ეძებენ. ცხადია, საქართველოში ყველაზე ხშირად დაგუგლულ პირველ 50 სიტყვაში აღმოჩნდა პორნოც. ძებნის პოპულარობით, 45-ე ადგილზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორნოსაიტია. გუგლტრენდის საძიებო სისტემაში, სექსთან დაკავშირებული რამდენიმე საკვანძო სიტყვა ჩავწერეთ, მათგან ყველაზე პოპულარული porno აღმოჩნდა. რუკაზე ნაჩვენებია ბოლო 12 თვის განმავლობაში …

ბავშვებმა პორნოგრაფიას რომ აღარ უყურონ – ახალი კანონპროექტი 

იმისთვის, რომ ბავშვებმა პორნოგრაფიას აღარ უყურონ, პარლამენტი ორი კანონის შეცვლას აპირებს. ცვლილება მშობლებისა და მასწავლებლებისთვის „გაიდლაინის“ მიწოდებას ითვალისწინებს „ცნობიერების ამაღლებისთვის“. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ე.წ. ფილტრის ან მსგავსი რეგულაციის ამოქმედებას, რომლითაც მშობელი ბავშვს პორნოსაიტებზე შესვლის გზას გადაუკეტავს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრს – დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის. „კანონპროექტის მომზადება განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობამ ონლაინრისკებისაგან,“ – წერია …

ბავშვთა პორნოგრაფიისა და გაუპატიურებისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს

პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს. ტ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, მათ შორის, დანაშაული ბავშვთა წინააღმდეგ, პორნოგრაფიის გავრცელება და გაუპატიურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველომ და აჭარის პოლიციის …

მოსამართლეების უხერხული კითხვები პორნოგრაფიაზე

“პორნოგრაფიის განმარტება უნდა იყოს კანონში და არა ვიკიპედიაში”, – ასე უპასუხა იურისტმა გიორგი გოცირიძემ პარლამენტის წარმომადგენელს, თათია მესხიას. გიორგი გოცირიძის თქმით, პარლამენტის წარმომადგენელმა წინა პროცესზე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ენციკლოპედია არ არის და თუ ვინმეს პორნოგრაფიის განმარტება სურს, ინტერნეტში შეუძლია მისი დაძებნა. მოქალაქე გიორგი ლოგუას სარჩელს პორნოგრაფიის გავრცელებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. გიორგი …

რა უნდა ჩაითვალოს პორნოგრაფიად, რომლის გავრცელებაც დასჯადია

მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ იმ სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც პორნოგრაფიის დამზადებასა და გავრცელებას კრძალავს. გასული წლის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სწორედ პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით დაიწყო ცნობილი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმის – „სიყვარულის“ წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მხატვრული ფილმი პორნოგრაფია იყო, შესაბამისად, მისი …

Exit mobile version